Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

ვცდილობ და ბოლომდე ვერა ვთქვი სათქმელი

ვცდილობ და ბოლომდე ვერა ვთქვი სათქმელი,
ამიტომ ოცნებებს გავუღე სარკმელი...
აქ შევქმენ სამყარო ნაზი და სათუთი,
არავინ არავის შეცდომებს არ უთვლის...
არავინ არ მიშლის მივსდიო იმ შარას,
რომელმაც ცის ფონზე ვარსკვლავნი გაშალა.
დღისით მზე მიმღერის სიცოცხლის სიმღერას,
ღამით კი მეგობრად მთვარე მყავს იმხელა -
სულ იტევს სიხარულს, დარდსა თუ სინანულს,
გამხელილ გრძნობას თუ გაუმხელ სიყვარულს...
თვალებსაც ისა მბანს ქათქათა ნისლებით,
როდესაც სევდისგან ჩუმ - ჩუმად ვიცლები...
ქარის ეტლს მიგზავნის, ვარსკვლავებ ასხმულებს
და ყველა ოცნებას ერთ წამში მისრულებს.

გიული ჩქარეული

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.