Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

თარიღები- ბაჩო ზაქაიძე.

გრძნობის რა იციან ნეტავ თარიღებმა,
თვალებს უწვიმია, (წვიმით ტრასაც სველი...)
ჩემი სამყაროს კარს ჩუმად გაგიღებ და
ვფიქრობ, არ გექნება სხვა გზით წასასვლელი...
(ჩემგან წასასვლელი...)

როგორ მენატრება ზღვა და სხვა მუსიკა,
ჩვენი მელოდიის დაკვრა ფირფიტებით.
ერთხელ იმყოფინო იქნებ ნამუსი და
შევხვდეთ მზის ჩასვლისას, თორემ ვიფიტები.
(სულ მთლად ვიფიტები...)

ღამით შენზე ფიქრი სტუმრად მომივიდა,
ალბათ წამებით, ან სულაც საათობით,
იქნებ აღარცა მაქვს ამის მოტივი და
შევცდი, რომ მეგონა გულთან გამათბობდი.
(სუნთქვით გამათბობდი...)

ჩემთან აღარახარ თითქოს მგრძნობიარე,
ალბათ სხვა შეგხვდება ყოველ ღამით ვინმე,
მე კი დედამიწა შენთვის მოვიარე,
იმის იმედით რომ ერთხელ გამიღიმებ.
(ჩემთვის გაიღიმებ...)

ისევ უსაშველოდ გარბის თარიღები,
როგორ აღარ მინდა წამის გამეტებაც,
მალე ავიმღვრევი...
მალე დავიღვრები...
-თვალში ეს ღრუბლები აღარ დამეტევა.
(სადღა დაეტევა?!...)

ბრუნავს მოგონება ძველი ფირფიტებით,
თითქოს ჩამკეტეს და კარიც არ იღება,
არა, არ ვიღლები, თუმცა ვიფიტები,
რადგან პაემანი მოკლეს თარიღებმა.
(-აღარ თარიღდება...)

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

sopo-sopo (38)
კარგია... :)
#2, 23.07.2013 - 20:26
:*
23.07.2013 - 20:30
ისევ უსაშველოდ გარბის თარიღები,
როგორ აღარ მინდა წამის გამეტებაც, :((
#1, 21.07.2013 - 21:23
ბრუნავს მოგონება ძველი ფირფიტებით,
თითქოს ჩამკეტეს და კარიც არ იღება,
21.07.2013 - 21:30
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.