Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
cici777 blog

სიცოცხლის საიდუმლო (ვიქტორ ჰიუგო)


სიცოცხლის საიდუმლო (ვიქტორ ჰიუგო)

სივრცე შექსპირთან, დედამიწა ცას უყურებს და მის ბნელ და ლაჟვარდისფერ სახეებს - ეჭვსა და სასოებას აკვირდება. სიცოცხლე მოდის და იკარგება სიკვდილით. მთელი სიცოცხლე საიდუმლოა, ამოუცნობი სივრცე დაბადებასა და აგონიას, თვალის პირველ გახელასა დასაბოლოო დახუჭვას შორის. ეს საიდუმლო შექსპირს აწუხებს. მის პიესებში ჩიტები ჭიკჭიკებენ, მცენარეები ყვავილობენ, ცა იღრუბლება, გულს უყვარს, სული იტანჯება, ცხელა, ხან ცივა. დღეს ღამე ცვლის, დრო გადის, ტყეები მეტყველებენ, ხალხი ლაპარაკობს და მარადიული ოცნება ფარფატს აგრძელებს. შექსპირთან ყველაფერია და ყველაფერი შექსპირზეა: ხის წვენიც და სისხლიც, სიცოცხლე თავისი ყველა ფორმით, იდეებით, კაცობრიობა და ადამიანი, მომაკვდავები, მარტოსულები, ქალაქები, რელიგიები, ბრილიანტები და მარგალიტები, ნეხვი და მძორი, მომავალთა და წარმავალთა ნაბიჯების ხმა. ეს გენიოსი მკვდრების თავიდანმშობელი დედამიწაა. შექსპირი მოჩვენებებსაც უყვართ. შექსპირი დანტეს ძმაა... შექსპირი პირველ რიგში, წარმოსახვაა... ყველა მოაზროვნემ იცის, რომ წარმოსახვა სიღრმეა. გონების ვერცერთი სხვა უნარი ვერ ჩაწვდება იმ სიღრმეებს რომლებსაც წარმოსახვა. ხშირად ჩიხში მოქცეული მეცნიერებაც მას მიმართავს. ლოგარითმებში, ალბათობის გამოთვლაში, ბგერის ტალღებზე დაკვირვებაში, ალგებრისა და გეომეტრიის გამოყენებაში წარმოსახვა ანგარიშის კოეფიციენტები ხდება და მათემატიკა პოეზიად გადაიქცევა. მე არ მჯერა სულელი სწავლულების, მეცნიერების. შექსპირის კომედია ცრემლებში იბადება, ქვითინი - სიცილში, პოეტური სახეები ერთმანეთს ერევიან და ეჯახებიან, მასიური ფორმები დიდი მხეცებივით მძიმედ მოძრაობენ, მოჩვენებები ქალებივით ნარნარებენ და კვამლივით იტალღებიან. სულები ჩრდილის პეპლებივით თრთიან ბნელ ლერწამში, რომელსაც ვნებას და მოვლენებს ვუწოდებთ. .

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.