Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nukita blog

"მე მარიამი ვარ 16 წლის...მე მომკლეს!"

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის შესახებ ირაკლი ჩხვირკიას ჩანახატი გავრცელდა. "თაიმერი" მას უცვლელად გთავაზობთ:

"ისევ მოსაღამოვდა ჩემს მშობლიურ ქალაქში, მე ისევ მარტო ვარ ჩემ თავთან და ისევ ვსუნქავ ჩემი ბათუმის თბილ და ნესტიან ჰაერს. მარტო ვარ, მაგრამ სულ არ ვწუწუნებ, მიყვარს მარტოობა, განმარტოება მიყვარს, ჩემი საყვარელი ადგილიც მაქვს ბათუმის სანაპიროზე, ერთი პატარა კუნჭული ამხელა დედამიწაზე, სადაც საღამოობით ჩამოვჯდები ხოლმე, ხან ვხატავ, ხან პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებ, ხანაც ვკითხულობ ათას სიგიჟეს რომელიც ადამიანის გონებამ მოიფიქრა და ხელმა დაწერა. მუსიკა მიყვარს, უცნაური და განსხვავებული მუსიკა, ყველაზე უფრო ზღვის მუსიკა მსიამოვნებს, ტალღების შრიალი, სიჩუმის მელოდია და ქალაქის ხმაური.

განსაკუთრებით ზაფხულშია ბათუმი ხმაურიანი, უამრავი ტურისტი ჩამოდის, ბავშვები, ველოსიპედები, მაქნანები, ხმაურობენ და ერთ დიდ გუგუნს ჰქმნიან.

ხო ეხლა უკვე თითქმის შვიდი საათია, მზეც უკვე დასაწოლად ემზადება, დიდი ხანია ზენიტიდან გადაიხარა და ზღვაში ჩასაძირად მიემართება. ჩვეულებრივი საღამოა, ისეთივე როგორც გუშინ ან გუშინ წინ. ჩემი ველოსიპედიც მწყობრშია. მოკლედ მზად ვარ განვმარტოვდე და ჩავიძირო ფიქრებში. მიყვარს ფიქრი.

მივგორავ ჩემი ველოსიპედით ბათუმის ქუჩებში, მივყვები წითლად შეღებილ ასფალტს, ნელა, ძალიან ნელა და თამამად მივაგორებ ჩემს მეგობარს. რაღაც უცნაური შეგრძნება მეუფლება თან, თითქოს პირველად ვარ ამ ქალაქში, თითქოს მარტო მე ვარ და ირგვლივ სიცარიელეა, აი როგორც ერთ ქართულ ფილმშია, "სეზონი" ხომ გინახავთ?

მიყვარს ეს ადგილი, აი ეს ადგილი მიყვარს, თითქოს აქ დავიბადე, თითქოს ეს არის ადგილი საიდანაც კოსმოსში უნდა გავფრინდე, არა და მიყვარს კოსმოსი, საინტერესოა, ძალიან მინდა ვნახო ახლოდან როგორია, მთვარეც მიყვარს, ვოცნებობ მთვარეზე გაფრენას. ხშირად მიფიქრია კოსმონავტი გავხდები და მთვარეზე აუცილებლად გავფრინდები თქო. ბავშვობაში მეგონა რომ გარდაცვლილები მთვარეზე ცხოვრობდნენ და იქედან გვიყურებდნენ ცოცხლებს. ეხლა უკვე დიდი ვარ, არც ისე დიდი მაგრამ პატარაც არ მქვია.

ჩემი ველოსიპედი აი აქ მივაყუდე, სადაც ყოველთვის. მიყვარს ფეხშიშველი სიარული სანაპიროზე, არა ეს ადგილი მართლა ძალიან მიყვარს. აი ეს მუსიკაც მიყვარს, ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ დაწერს, ეს მხოლოდ ღმერთმა შეძლო, მხოლოდ მას შეუძლია ასეთი სიმფონიების წერა. როცა ზღვა შრიალებს, როცა ნაპირზე ტალღის დაცემის ხმა მესმის ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ.

ჩვეულებრივი საღამოა თითქოს, მაგრამ რაღაც მაინც ხდება, აქ ყოველთვის მარტო ვარ ხოლმე, არავინ მიშლის ხელს ჩემთვის ჩუმად ჯდომასა და ფიქრში. ეხლა კი რაღაც სხვა ხდება, მზერას ვგრძნობ ზურგიდან. რა უცნაური შეგრძნებაა არაა?

დამავიწყდა… გადამიარა ამ უცნაურმა ფიქრმა, ზღვამ ჩამითრია და იცით რაზე დავფიქრდი? …………………………………………………………

ეს რა არის? რა არის ეს? ეს მე ვარ? ესეც მე? კი მაგრამ როგორ? ორი მე? რა სიმსუბუქეა, რა სიმჩატეს ვგრძნობ? ვერაფერი გავიგე რა ხდება? ასეთი რამ არასოდეს განმიცდია, თითქოს დავფრინავ………….

მოიცა მოიცა სად გარბიხარ? რა ქენი?

სად გაქრა ჩემი ხმა? ვეძახი და ხმა არ ისმის? არა და სიჩუმეა.

ვერაფერი გავიგე მართლა………. ჩემი სხეული სანაპიროზე წევს, არ ინძრევა, მე კი ვმოძრაობ, ნაპირს ვერ ვგრძნობ, ჩემი ველოსიპედიც იმან წაიყვანა…………. მზის სხივებს ვერ ვგრძნობ, მზე ჩაქრა? არა რა ჩაქრა ვხედავ რომ ანათებს მაგრამ ვეღარ ვგრძნობ………..ეხლა შემეშინდა, ეხლა ვიგრძენი შიში, მაგრამ სად ვგრძნობ ამ შიშს ესეც ვერ გამიგია, გული აღარ ფეთქვას……… რა ხდება? მუსიკა ვინ გამომირთო? ჩემი ტელეფონი სად დავკარგე?

ღრუბელივით ვარ, უფრო გამჭვირვალე. აი იქ კაცი მიდის და ვეძახი, ისე იქცევა თითქოს ვერ მხედავს, თითქოს ვერ მამჩნევს, არა და აქეთ იყურება.

მეშინია, ძალიან მეშინია…………………………

სად ხართ? დამეხმარეთ, ვეღარ ვდგები……….. ყელი მეწვის, რა უცნაური შეგრძნებაა……თითქოს ზურგზე ლოდი მადევს…… არა მე არა აი იმას ადევს ვხედავ აი იმას მე რომ მგავს და სანაპიროზე რომ წევს უძრავად. მე რატომ ვგრძნობ? ის და მე ერთნი ვართ მაგრამ მე სხვაგან ვარ რატომღაც…………

რა სიცარიელეა, აი ის შეგრძნება გამახსენდა გზაში რომ დამეუფლა………. ის ფილმი მახსენდება ისევ, ქართული ფილმი "სეზონი" რომ ჰქვია…………

ღამდება და ვეღარ დგება ეს გოგო, ვერ ვმოძრაობ, ისევ ყელი მტკივა და ნელ ნელა ვგრზნობ რომ ძალიან მცივა………… მეშინია, დაბნეული ვარ, თუმცა ამ დაისს მაინც არ გამოვტოვებ…….. თითქოს უკანასკნელი მზის ჩასვლაა ჩემთვის…….. აუ რა ლამაზად ჩადის… გეგონება მზე სამუდამოდ გემშვიდობება და მეტჯერ ვეღარ ნახავო…….

გამეღიმა ეხლა, მაგრამ მას არ ეღიმება, აი იმას აგერ რომ წევს ჩემს გვერდით სანაპიროზე და რომ არ ინძრევა….. ვერც კი ხვდება რა მომენტი გამოტოვა, ასეთი დაისის გამოტოვება არ შეიძლება, არა და ვიცი რომ მას უყვარს ამ მომენტის ყურება………გაკვირვებული ვარ როგორ ჩაეძინა?

ჩავიდა……..დღეს პირველად ვგრძნობ რომ ჩემი მზე ზღვაში დაიხრჩო………ბნელა…….

დედააააააა…..დეეედააააააააააააა………. დეეეეეეეეეეე……… სად არის დედაჩემი? ეხლა უკვე სახლში უნდა ვიყო, შეეშინდება, გამიბრაზდება…

ადექი…….ადექი მეთქი ადექი…..! იცოდე გავბრაზდები ეხლა ადექი დროზე ადექი, დედა ინერვიულებს …………….

არ ესმის ? არა მართლა არ ესმის……. ასე როგორ ჩაეძინა? მეშინიაააა…………ძალიან ბნელა აი ძალიან……..ეხლა სახლში უნდა ვიყოთ მეც და ისიც. ადექი მეთქი რა ადექიიიი!

ჩემი ტელეფონი რეკავს… სადღაც ისმის ზარის ხმა. ჩემი ტელეფონია ზუსტად ვიცი… დედა რეკავს…. სად არის რატომ ვერ ვხედავ? არა მე წავედი სახლში უნდა წავიდე დედა ინერვიულებს………..

იმ ვიღაცამ ჩემი ველოსიპედი წაიყვანა და გაქრა, არა უშავს მოიყვანს ალბათ, ისიც ხომ ადამიანია, ჩემისთანა ადამიანი……….

არა ეხლა მართლა წავედი მე სახლში, მორჩა აქ მეტჯერ აღარ მოვალ, აქ უკვე ბნელა, აქაურობა გაცივდა და გაშავდა, აღარ მომწონს ეს ადგილი, მზეც დაიხრჩო, ზღვაც დაშრა და გაუდაბნოვდა, აქ არაფერი მესაქმება.

წავედი მე სახლში, წავედი თორემ დედა ინერვიულებს……….

ასეთი მშვიდი და ბნელი საღამო არასოდეს ყოფილა……..

მე მე ვარ მაგრამ მე ჩემში არ ვარ და ეხლა ვხვდები რაც მოხდა…..

მე მარიამი ვარ 16 წლის……. მე მომკლეს………..!"


Tags:

 
Interesting
positive votes: 40  |  negative votes: 1

Write comment:

#12, 11.01.2014 - 19:28
11.01.2014 - 19:33
CHeKHeRia (107)
chxviko ra aatire xalxi :D ... ise gulis amachuyebelia :(
#11, 03.08.2013 - 14:34
beso1993 (24)
#10, 28.07.2013 - 11:52
:(
#9, 27.07.2013 - 01:31
sandrini (37)
va e sambavi saertod a rvicodii
ra sashinelebaa
nutu velosipedis gamomokles?
#8, 26.07.2013 - 23:08
ladoja (21)
albat zlian cudad iyo amas rom werda
#7, 26.07.2013 - 12:47
SECRET (31)
ირაკლი ჩხვირკიას ჩანახატი გავრცელდაო ნათქვამია თავიდანვე. იმ ბიჭს ჰქონდა დაწერილი ამ გოგონას დაღუპვის შემდეგ. წინათგრძნობა რა შუაშია !
#6, 26.07.2013 - 12:43
winatgrznoba hqonda am bavshvs tu ram daawerina es yvelaferi.
#5, 26.07.2013 - 11:33
არა ქეთ.მარიამის სიკვდილის მერე დაწერა.
26.07.2013 - 13:34
kashmir (23)
:((((
#4, 26.07.2013 - 11:16
IoOoOo (31)
verafers vityvi
#3, 26.07.2013 - 01:42
1  2  [»] 

© 2017 Face.ge - all rights reserved.