Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kakano777 blog

სიჩუმე ყვირის..

ღამეა, ოთახის კედლებზე ფანჯრიდან შემოსული ლამპიონების შუქი ირეკლება ზოლებად. სიჩუმე ყვირის. შენ კი ფიქრობ… ფიქრობ უსასრულოდ. აანალიზებ განვლილ დღეს, ზოგადად შენს ცხოვრებას, ქმედებებს და საქციელებს.ხვდები შეცდომებს, ცდილობ გაერკვე შენს თავში და გზა მოძებნო..გზა, რომელიც სწორი მიმართულებით წაგიყვანს.

შემოდგომა იწურება, ცივი ჰაერი და ზამთრის სურნელი უფრო შესამჩნევი ხდება.უცებ გცივდება და ცხვირამდე საბანში ეხვევი. გათბი. მყუდროდ ხარ და თავისუფლებას გრძნობ.შენს ირგვლივ არსებულ სიტუაციას, ადამიანებს, მეგობრებს რომ დააკვირდები და ფიქრით დაიღლები, მიხვდები, რაღაც მაინც გაწუხებს. სწორედ ამიტომ იწყებ იმაზე ფიქრს, რაც უფრო შენია და ახლოა. თუნდაც ოჯახზე, თუნდაც იმ პრობლემებზე რომლებიც ნელ–ნელა უფრო მკაფიო ხდება და თვლი, რომ ვერ გაუძლებ. თვლი რომ სხვები შენთან შედარებით უფრო მსუბუქად და ნაკლები პრობლემებით ცხოვრობენ. ამ ფიქრებს კი ის განცდა მოყვება სასოწარკვეთილება რომ ჰქვია. წუწუნებ.. ჯერ ზოგადად იწყებ წუწუნს.. რატომ მაინც და მაინც მე ან ხომ შეიძლებოდა სხვანაირადაც ყოფილიყო.. მერე უარეს ფიქრებამდე მიდიხარ და ღმერთის სახელსაც კი ახსენებ, ღმერთო ასე რატომო!

სიჩუმე კვლავ ყვირის. და სანამ შენ ასეთ ფიქრებში ხარ გართული.. სანამ თბილად წევხარ…

ვიღაც გარეთ, ხის დაღრეცილ სკამზე წევს და თავის თავს ებრძვის. სიცივესაც ებრძვის, მკაცრ სიცივეს, ძვალ–რბილში რომ ატანს.

იქნებ იმიტომაც იძინებს ამ დროს ვიღაც, რომ შიმშილი არ იგრძნოს.

ვიღაცას მშობელი ენატრება, იმ შენობაშია, ბავშვთა სახლს რომ ეძახიან და ფანჯრიდან იხედება თვალებ აცრემლებული, იქნებ შვება ვპოვოო ვარსკვლავების ყურებით.

ვიღაც ახლობელს კარგავს..ვიღაც მშობლების გაუთავებელ ჩხუბს უყურებს და ცეცხლმოკიდებული ისრებივით ხვდება მათი სიტყვები გულში.

ვიღაც მტკვირს პირას სეირნობს და ვინ იცის.. რას ფიქრობს..

ვიღაც კი… გადის ამ ქვეყნიდან, მისი სული დააბიჯებს ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე და იქ მიდის, სადაც არავინ იცის რა ხდება.

რა უსუსური ხარ ადამიანო! რა უმწეო ხარ შენ! სანამ განსაცდელს არ დაინახავ, სანამ შენს თავზე არ გამოცდი ყველაფერს მანამდე არაფრის შეცვლას არ ფიქრობ, არაფერზე ზრუნავ საკუთარი თავის გარდა. დაბრმავებულხარ და ვეღარაფერს ხედავ, სასოწარკვეთას მიცემულხარ. სად არის მადლიერების გრძნობა შენში?! რატომ ვაქრობთ.. რატომ ვახშობთ ამ გრძნობას ასე გამალებით, ასე სასტიკად. ეს ხომ ღმერთთან მისასვლელი ერთ–ერთი გზაა.. როგორი უმწეო ხარ, როგორი უსუსური!

მადლიერი იყავი იმით რაც მოგეცა.. იფიქრე სხვებზე და ყოველღამე მადლობა მიაგე მას.. შეუცნობელს. მადლობა იმისთვის რომ სუნთქავ, რომ შეგიძლია ახლოს გყავდეს საყვარელი ადამიანები, რომ შეგიძლია ღამე გარეთ არ დარჩე… ნუ გააქრობ შენში ამ გრძნობას… გამოხატე ის სიტყვით და საქმით…

ღამეა და სიჩუმე ისევ ყვირის ახლა.
ა–დ–ა–მ–ი–ა–ნ–უ–რ–ო–ბ–ა შევინარჩუნოთ. ვეცადოთ მაინც ყოველშემთხვევაში.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline kakano777
საბერძნეთი, Athinon, Athens



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.