Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kakano777 blog

სიყვარული რომ ცოდვა იყოს

სიყვარული რომ ცოდვა იყოს, ყველაზე ცოდვილი მე ვიქნებოდი ალბათ ამქვეყნად, მე შემომიტევდა უფლის რისხვა და მე დამატყდებოდა უწმინდურების ქარტეხილი..ყველაფერი კი პირიქით ხდება, დილით (ან შუადღეს ) რომ ვიღვიძებ ამის გამოც ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ჩვენი ოთახის ფანჯრიდან შენი სახე მანათებს ასე გარდასახული იმის გამოც ბედნიერი ვარ, ჩათბუნულ ცხვირ-პირზე ახალგაღვიძებულის ცხელი, საკუთარი სუნთქვა რომ მელამუნება, ზოგჯერ საღებავშერჩენილ წამწამებს ვაი-ვიშით რომ ვაშორებ ერთმანეთს და მარცხენა მკლავზე მძლავრ გულისცემას რომ ვგრძნობ..და იცი რატომ? გახსოვს ამას წინათ ჩემი სუნთქვაც, გულისცემაც, თვალების ხამხამიც შენ რომ გაჩუქე? მე არასოდეს დამავიწყდება!არასოდეს დამავიქყდება იმიტომ, რომ როცა გჩუქნიდი, თითქოს ფარული შიში მდევდა თან, ეხლა კი შენგან გასაოცრად, ათასმაგად გამართლებული იმედი, უზარმაზარი ბედნიერება და უფლისადმი უზომო, უწონო, უსაზღვრო და უვადო მადლიერება მდევს და მაფიქრებს..ვერ ვიგებ რით გამომარჩია ღმერთმა ასე თავის შექმნილებში, რომ შენ მიპივე, რომ შენ ჩამაცივდი, რომ შენ ამაფორიაქე და შენ მასწავლე ნამდვილი ცხოვრება, შენთან შევიგრძენი ყველა სიტკბოება და დავანგრიე ყველა მითი და შიში, უნდობლობა და მსოფლიოში ყველაზე საშინელი და დამთრგუნველი სცენარი გაუმართლებელ სიყვარულზე, გავაქრე ყველანაირი კითხვა და ჩემივე არასწორად გაცემული პასუხები..გახსოვს როგორ ვბრაზდებოდი და ვიშმუშნებოდი, როცა ზღვა ყურადღების, სითბოს, სიტკბოს და სიფრთხილის გამოჩენა დაიწყე?როგორი აგრესია მიჩნდებოდა, როცა პაწაწინა ყვავილივით ხელისგულზე დამისვი და ოდნავ ძლიერი სიოსგანაც რომ მიფარავდი?როგორ გავბრაზდი, როცა მითხარი დღეიდან შენი პრობლემები მარტო შენ კი აღარ გეკუთვნის, მე ვარ ვალდებული აგაცილოვო?.. მაშინ მეგონა, რომ სუსტ წერტილებს მიმიხვდი და გავიდოდა დრო, ამ ყველაფერს შემაჩვევდი, დამაჯერებდი და მერე შენდაუნებურად მოგწყინდებოდა ეს თამაში, ნამდვილ სახეს დაიბრუნებდი და ეს ყველაფერი უკვალოდ გაქრებოდა, მე კი კედლის გარეშე დარჩენილ სუროს დავემსგავსებოდი და იგივე დამემართებოდა, რაც მას - წ ა ვ ი ქ ც ე ო დ ი . . . რა სულელი ვიყავი მაშინ რა დიდი დრო დამჭირდა, რომ მოგჩვეოდი და დავმტკბარიყავი ამ ყველაფრით..აი, მოგეჩვიე, ვტკბები და მეტ ბედნიერებას არასოდეს ვინატრებ შენ შენი ნაკლებიანად სრულყოფილი ხარ..ხვალ რომ გავიღვიძო და ეს სიზმრად მქონდეს ნანახი, შენი და ამ სიზმრის ერთგული ვიქნები მთელი ცხოვრება..და ეს მეყოფა ბედნიერებისთვის სიცოცხლის ბოლომდე..იძახონ მერე გიჟიაო მაგრამ ვიცი, რომ სიზმარი კი არაცხადია, ისეთივე აშკარა, როგორც ეხლა ჩემს მარჯვენა ხელისგულზე მობჯენილი ფრჩხილი და პაწია, ვარდისფრად დამჩნეული რკალები მიყვარხარ და ამ სიტყვის თითოეულ ასოს მთელი არსებით შევიგრძნობ და განვიცდი..ისევე, როგორც შენ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline kakano777
საბერძნეთი, Athinon, Athens



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.