Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mari123mari blog

"უფალო მაპატიე"

ისევ ვიგებ ცოდვის გემოს
ლუციფერი ხელში მაწვდის ფიალას,
მაპატიე ღმერთო ჩემო
შენი კრავი ისევ მოვწყდი იალაღს.

სპეტაკ გულით ცხოვრება მსურს
ცოდვას მინდა სამუდამოდ გავცილდე,
ცოდვა მიგლეჯს სულს და სხეულს,
ცოდვა ღმერთთან უმოწყალოდ მაცილებს.

ღმერთო ცოდვილს მწამს მიიღებ
სინანულით ატირებულს
შენს წინ დავხევ ცოდვის ნიღბებს
მიტევებულს პატიებულს.

ხატთან მინდა დავიჩოქო
ტანზე ვიხევ დამპალ ცოდვის მანტიებს,
ვხედავ სული ეშმაკს მიაქვს
მუხლ მოყრილი გევედრები;უფალო მაპატიე.

ავტორი;მ,კარიჭაშვილი


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mari123mari (20)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.