Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mariiiiiii14 blog
წუთში წამი გაჩერდა, საათში კი ისრები, თითქოს ცხადად ვიხილე მონაბერი ფიქრები…. ვნების ჯარი გავუშვი, ოცნებებში ჩავერთე, გამიტაცა ფიქრებმა, ზმანებაში გავერთე: ვხედავ სხვა მხრივ ქვეყანას, ბოროტებას კეთილად, კაენს ძმის მოყვარულად, ნოინს ცოტნეს ვექილად… შეცვლილია სამყარო, შეცვლილია წარსული, თითქოს “დაბადებიდან” წამებია გასული… ოცდაცამეტ წელში ვართ, აღარავინ ბერდება, ჯოჯოხეთში გაისმის გულკეთილი ვედრება: ნუ წამართმევთ იმედებს, მომავლის რომ მჯეროდეს, გული უცემს ბარაბას, ცრემლი მოსდის ჰეროდეს… ნუ წამართმევთ სიყვარულს, ვფიცავ ვტოვო აროდეს, ჩემი გული თუ არა, ჩემი სული კმაროდეს… აღარ ისმის ყვედრება, ოცდაათი ვერცხლისა, იუდას სულს გატანჯულს, მოსვენება ეღირსა… სახე გამთელებია, კუზმას, შმიდტის მეკობრეს, ცხვრებს ურიგებს ციკლოპი, ოდისევსის მეგობრებს… კუკარაჩა, მურტალო, ინგას ერთად ელიან, მტრობის ნაცვლად ვაჟკაცნი, ნასვამები მღერიან… აღარავინ ამცირებს მილიონერ ფიროსმანს, სვეტიცხოველს მადლობენ, ორმკლავიან დიდოსტატს… თავს არ იკლავს არავინ, ბაჩო ლექსებს მიყვება, მერი ცოლად სხვის ნაცვლად გალაკტიონს მიჰყვება… ყველა ხარობს, ზეიმობს, სიკეთეა ყოველგან, ყველა ცოდვილს შეუნდეს ბრძანა ყოვლის მპყრობელმან… ზოგჯერ ქისას კეთილი, გლახაკისთვის გაიღებს, მაგრამ ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს… ზმანებები წავიდა, ისევ ქარმა წაიღო, ბედი უკან გაბრუნდა, ჩვენზე ხელი აიღო… გინდა შენი სამყარო მთლად შიშველი განახო??? მაშინ თვალი გააღე, ცრემლი? არ დამანახო!!! აი, შენი ქვეყანა, ჯიბრის ბნელი ტურია, კაენს შურით დაბოღმილს, ძმის სისხლი რომ სწყურია… ხო! ბნელია სამყარო, სისხლიანი წარსული, ქრისტეს დაბადებიდან, საუკუნე გასული… მე? 19 წლისა ვარ, ყველა უცებ ბერდება, ჯოჯოხეთში გაისმის ტანჯვა, ოხვრა, ვედრება: რად წამართვით იმედი? ახლა რისი მჯეროდეს? ჯვარს არ აცვეს ბარაბა, ჩვილებს ხოცავს ჰეროდე… განიბნია ვერცხლები, ქრისტე ღალატს მიუხვდა, თოკზე პირქუშ ღამეში, ჩამოიხრჩვა იუდა… კუზმას, შმიდტის კაპიტანს, სახე ურჩხულს მიუგავს, ციკლოპს სისხლი სწადია, კარზე ლოდი მიუდგამს… კუკარაჩა მოუკლავთ, ყაჩაღების ფენიდან, მისი სისხლიც დალიეს, გადახსნილი ვენიდან… ვინღა იცნობს უბედურს, აბრის მხატველ ფიროსმანს, კარგის აგებისათვის, მკლავი მოსჭრეს დიდოსტატს… გალაკტიონს ბაძავენ, ეს სენია ქართული, მერის სადღა სცალია ქორწილშია გართული… აჰა თქვენი სამყარო! აჰა თქვენი ცოდვები! ეცით ერთურთს დაგლიჯეთ, მე კი კარგად, გშორდებით… კაცნი ძმას არ დაინდობთ, ყველას ცოლებს გა”ფლირტ”ავთ ვერ გაიყოფთ ხომ ვიცი დედამიწას დაფლითავთ… ზოგი კარგი ტიპია, ზოგი ცუდი ტიპია, ზოგს ბევრი ჰყავს ქალები, ზოგს კი კარგი პიპია… მე გისურვებთ წასვლამდე, ყველას კარგი მოეგოს, ყველა “პროპკა” არ არის, ყველა ბოთლს რომ მოერგოს… და თუ ჩემთან წამოხვალთ გაიმზადეთ წიგნები, პლანეტაზე თუ არა ორბიტაზე ვიქნები!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mariiiiiii14 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.