Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
makunabakuna blog

ამ ბოლო დროს მარტოობა დამჩემდა

ამ ბოლო დროს მარტოობა დამჩემდა.
ამ ბოლო დროს ამერია გრძნობები.
დედამიწა იძვროდა და გაჩერდა,
დავიღალე დავამსხვრიო დოგმები...

ამ ბოლო დროს სიმარტოვის პიკია.
სიჩუმე და უჩვეულო წუხილი.
მესიზმრება? ანდა იქნებ მითია,
მესიზმრება ჩემი სისხლის დუღილი...

ამ ბოლო დროს გავირიყე მასიდან,
ასე მითხრეს, დავიღალეთ შენითო.
გამომაგდეს ზეციური დასიდან
ვარსკვლავებმა შენთვის აღარ ვმღერითო…

ამ ბოლო დროს დეპრესია მაწუხებს.
ვის რად უნდა წუხილი და ტკივილი,
ცოდვილობა ისევ ისე მაცდულებს
აღარ მინდა სხვის ტკივილზე ღიმილი...

ამ ბოლო დროს დავიღალე ლოდინით
ველოდები პარტერიდან ჩემს სცენას
სიზმრებით და სიგარეტის ბოგინით
ველოდები ბოროტისგან შეცდენას...

ამ ბოლო დროს აღსარება მაკლია.
ეკლესიას დამაშორა ფიქრებმა.
რომ ვიცოდე ეს რომელი დარდია...
გამამწარეს ამ უბრალო მითებმა...

ამ ბოლო დროს ბრალიანი დავდივარ.
ცოდვილი ვარ, განა ამას ვერ ვხვდები?!
პოეტისგან ის დამწველი შანთი ვარ,
ლექსებით რომ გადაჩეხეს ვერხვები...

ამ ბოლო დროს სულ მარტო ვარ მიჯნაზე,
ვინ გიშველის, ყველას თავის თავშია.
ეპოქების და მასების ჯინაზე.
მაინც ვეძებ გამოსავალს რაშია...

ამ ბოლო დროს მარტოობა დამჩემდა
მარტოობა სხეულის და სულისა.
დედამიწა ბრუნავდა და გაჩერდა,
მე მივიღე ჩემი საზღვაურისა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.