Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

მოდი უფალო, მოგვფინე მამხილებელი სხივები



ვიცი, მიწყრები მამულო, როცა უგულოდ ვირჯები
უფლის საყდარში მდგომარეს, არ მასვენებენ ფიქრები.
ამდენი ვაი კაცისგან, მრცხვენია, ჩუმად ვწითლდები
უკვე გამოჩნდა მაცხოვრის, მეორედ მოსვლის ნიშნები.
მომძლავრდა მსტოვარ ქართველთა,ფარისევლური ხრიკები.
აღარ დასრულდა ნიადაგ, ცრუ პატრიოტთა ქიშპები,
მტერი ხალისობს , იცინის,შემოგვაპარა ისრები.
მოდი, უფალო მოგვფინე, მამხილებელი სხივები.
ვიდრემდის? ვფიქრობ , არ ვიცი, წამდაწამ უფრო ვინთები,
უკვე განცხადდა აშკარად, ეშმაკეულთა მიზნები.
თუ, დროზე გონზე არ მოვალთ, მიგვატოვებენ შვილები
ასეთ ყოფაში ცხოვრება, არის მოსერო შტრიხები.
მტერი მოგვადგა ფარულად, გულზე მოგვადეს ხიშტები,
ზეციდან გადმოგდებული, გალაღებული მთიები.
დადუმებულან მამები,თავზე ახურავთ მიტრები,
ღაღადისია საჭირო, დროა დასრულდეს მითები.
გაზაფხულდება, ამოვა მამრეს მუხაზე კვირტები,
კვლავ გაიღვიძებს ბუნება,მოფრინდებიან ჩიტები
ამოვა ნორჩი ჯეჯილი, გადამწვანდება მინდვრები,
ღმერთო გვაღირსე ქართველებს, თავდადებული გმირები.
მამა გიორგი თევდორაშვილი29/09/2012

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.