Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

გთხოვთ პატიებას, რაც მოყვასთან გავბედე წყენა


ხავსისფერ თვალებს სევდიანი მობეზრდა მზერა,
სიყვარულს ელტვის, ენატრება ზეცაში ფრენა,
მონანულ სახეს, არ შეშვენის ფარული წყენა
ბაგეს ყოველთვის ახალისებს დამტკბარი ენა.
ადამის მოდგმას არ ეთმობა ცოდვილი კერა,
ცისკარზე უწინ ვნებიანი ზრახვებით დგება.
სევდით აღამებს, სიცოცხლე კი ცოდვაში დნება,
ვნებასთან ბრძოლა, გმირობაა, მორჩილი კვნესა.
ქრისტეს აღდგომა ქუხილია, სიბნელის ნგრევა
კვდება სიკვდილი, ჯოჯოხეთში ჩუმდება კვნესა.
გადმოდის ცეცხლი, გაელვებით იწყება ზენა,
დედებთან ერთად საფლავისკენ ვიჩქაროთ ნელა.
ქუხილმა ნათლით გააშუქა ბოშათა სცენა,
ირგვლივ გათენდა, მაგრამ სულში ისევე ბნელა.
იუდას მრევლი უცნობელი, ბოღმაში კვდება
ვიწყე ღაღადი, მაგრამ ურჩი დუმდება ენა.
გარიყულ სულებს ელოდება ნეტარი ლხენა,
მწირობა მართლის შუქურაა, დათმენით გვემა.
ურწმუნო კაცი, ბალახივით მიწაში ლპება
არავინ უწყის ზეგარდამო განგების ნება.
სულის მოფენა, არის ცეცხლი,ღვთიური წყება,
ზევიდან ქვევით ცვარ-ნამივით კამკამა რბენა,
აღდგომის შემდეგ, შემეცნება, სიწმინდით კვება,
გთხოვ პატიებას, რაც მოყვასთან გავბედე წყენა.
ბნელი ძალების კვლავ გრძელდება უგულო კრება
უფლის ხატება, უმსგავსობით ჭაობში რჩება.
მარგალიტები, უპოვნელი, ფურცლებზე ჭკნება
ხმა ღაღადისი, უდაბნოში უკვალოდ ქრება.

მამა გიორგი თევდორაშვილი17/04/2013

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.