Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

მშვიდობით მამა "დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს" /შ.რუსთაველი/



მშვიდობით მამა, ჯვარი გეწეროს,ღმერთთან ცხოვრება უფრო ტკბილია
ვერ გიპატრონეთ შვილებმა მშობლებს,ღამე მშვიდობით არ გიძინია.
გიყვარდა წიგნი,შრომა და გარჯა, შენ შემაყვარე ბრძენი ილია,
ისე გახვედი სოფლიდან უცებ, წამი მოყვასთან არ გიჩივლია.
დედამიწაზე რაც შენ აღარ ხარ, ყოველდღე მხოლოდ ცივი ნისლია,
ვიხსენებ, როგორ მასწავლე კითხვა, მამა-შვილობა დიდი ნიჭია.
უკვე სინდისი მაწუხებს ხშირად, მინდა ვიკითხო შენთვის ბიბლია,
დედის თვალებში ვუყურებ სევდას, მისთვის სიცოცხლე უკვე ჩრდილია.
დადგება დრო, და, მეც მოვალ შენთან, ყოველი წამი ჩემთვის ფიქრია,
აგინთებ სანთელს, ვილოცებ ჯვართან, ცოდვის შენდობა სულის ლხინია.
შვილების თვალზე არ წყდება ცრემლი, უფალს უღიმის დღეს სესილია
იქნება კიდევ გეცხოვრა დიდხანს, თუმცა განგების ძალა დიდია.
შევცქერი სახლის მგლოვარე კედლებს,მათი შენება შენი წვლილია
მინდა გაკოცო გონიერ შუბლზე,დღეს უჩვეულოდ ძალზე ცივია.
ისე წახვედი ვერ მოგეფერე, უმამოდ კაცი მაინც ჩვილი,
ადრე მასწავლე "ერთ ღმერთზე" ლოცვა, ტაძრის მოძღვარი შენი შვილია.
ზეციურ მამულს უკეთ იცნობდი, სულთა წიაღზე სიყრმით მსმენია,
პირველად ბავშვმა ვიწამე ღმერთი, არ მავიწყდება შოთას გენია.
დედას მივხედავ, არ გქონდეს დარდი, ცისფერ თვალებში ისევ ცრემლია
არ გიწერია ჩემში სიკვდილი, ეს ლექსი გულზე დამიწერია.
მამა გიორგი თვდორაშვილი24/12/2012

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

mesxy (30)
ძალიან კარგი ლექსები აქვს მამა გიორგი თედორიშვილს.
#1, 02.08.2013 - 16:08
ნამდვილად
06.04.2016 - 14:43
 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.