Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

ლოკოკინების რბოლა



წვიმა როდესაც აგრილებს მიწას, მაშინ იღვიძებს გრძნობა,
ხშირად მინახავს, როგორ იწყება ლოკოკინების რბოლა.
ყველაზე მშვიდი, უტყვი არსება სიხარულისგან გორავს,
ალბათ, იღვიძებს მათში ჩემსავით დაუვიწყარი ლტოლვა.
ვუმზერ, და გულში ძლიერ მაოცებს, მაშინ მინდება ლოცვა
იქნება რბოლა მალე დამთავრდეს, სანამ მგლის ხროვა მოვა.
რით ვერ დასრულდა დედამიწაზე უგუნურ კაცთა მტრობა?!
წვიმაც ამიტომ ხშირად გვაფხიზლებს, რომ საჭიროა გლოვა.
წვიმას მზე შეცვლის, გამოიდარებს,მალე დადგება შობა
ლოკოკინების მსგავსად ჩვენც მაშინ დროა დავიწყოთ რბოლა.
მზე სიცოცხლისა არის უფალი, ბნელში ნათელი მოვა,
ზეცას მისწვდება ისე აგორდა, ჩვენი ცოდვების გროვა.
სულის ცხონება დროის ფიქრია, სხეულს ეწყება ჭკნობა,
რამდენიც გინდა შეალამაზო აღარ უხდება მორთვა.
"თეთრად შეფეთქილ" სამარხებს გვანან ადამიანთა მოდგმა,
ხშირად მადგება თვალზე ცრემლები, მსურს სიყვარული მოვწყა.
ყანაში ღვარძლი უხვად მოსულა, უკვე გამარგვლის დროა
განცალკევება, ხორბლის ღვარძლისგან , არის საუფლო შრომა.
როცა უხვია, მკვდარი მარცვალი, გულში მეწყება წყრომა
ვიცი, უფალი მაინც გამიგებს, ის არის ჩემი ტრფობა.
ვდგევად და ველი , როდის იწვიმებს, მწყურია სულის ტკბობა,
ლოკოკინები კვლავაც გამოვლენ, ისევ იქნება რბოლა...
მაჭარი ქვევრში კვლავ ამღერდება, ქორწილში გველის თრობა,
მრავალჟამიერ კაცთა სიხარულს, მინდა დაიწყოს თოვა!
მამა გიორგი თევდორაშვილი26/10/2012

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 1

Write comment:

mesxy (30)
მწყურია სულის ტკბობა
#1, 02.08.2013 - 16:07
 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.