Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

"მოსერო" ფრანი

ოდესმე მოვა წუთისოფლიდან გადაბრძანების ნანატრი ჟამი,
ვეღარ ვისვენებ, ხშირად მაწუხებს, დემონურ ფიქრთა მაცდური აზრი.
დიდი ხანია, ჩემი ცხოვრება, არის ცრემლებით ნაბანი გვამი,
სევდა გაქრება, ხორცი ჩაკვდება და დასრულდება ყოველი ჟანრი.
მინდა ვიყვირო" " ადამიანო, გთხოვ შეაჩერო ცოდვილი წამი!"
იქნებ, დროებით მაინც აღმართო, მირონცხებული ჯურღაის ფარი.
ისმის ჭიხვინი"ლურჯა ცხენების", თუმცა გამხდარა მგოსანი წყნარი...
ალბათ, დრო არის " ლაშარის გორზე"შეგროვდეს ქართველ ლუხუმთა ჯარი.
თუმცა, ვინ მკითხავს, რეებს ვიგონებ, რაზე ვოცნებობ ამდენი ხანი?
ვხედავ ჩემს თავზე, როგორ დაფრინავს უიმედობის მოსერო ფრანი.
დიდი ხანია, რაც დაგვიჟანგდა, არ გალესილა ფრანგული ხმალი,
იქნებ არ არის ჯერაც ნაჭედი, მინდა ვასხურო ნაკურთხი წყალი.
თუ შინაურმა ისევ გვიმუხთლა, კვლავაც დაგვახრჩობს ღალატის კვამლი
ერმა და ბერმა, დროა ჩაიცვას, მამულისათვის საუფლო ხამლი.
იქნებ, გვეღირსოს "ჩვენ გაღვიძება" და ავაჟღეროთ დავითის ქნარი,
დიდება უფალს, არ მიგვატოვა და სასუფევლის გაგვიღო კარი.
ოდესმე მოვა უფლის უღლიდან, გამოსვენების მწუხარე ჟამი,
ჩემს სარკოფაგთან მინდა ესვენოს, მხრებით ნაზიდი სამღვდელო ჯვარი.
გთხოვთ იგალობეთ, მხოლოდ სიცილით" მშვიდობით ჩვენო ძვირფასო მამი"
სულთა სამეფოს როცა შევერთვა, მაინც მექნება შვილების ჯავრი !
მამა გიორგი თევდორაშვილი11/09/2012(წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა)

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

mesxy (30)
ჩემი ცხოვრება, არის ცრემლებით ნაბანი გვამი,
#1, 02.08.2013 - 16:06
 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.