Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog


გამთენიისას ჩავაბარებ ჩემს სულს მაცხოვარს,
შავ სარკოფაგთან გთხოვთ მოუხმოთ ყველა მათხოვარს,
გემუდარებით უკანასკნელ მცირე სათხოვარს
ლექსს ნუ უწოდებთ , დანატოვარს ამ ჩემს ნაბოდვარს.
გული დამწყდება რომ დავტოვებ მიწას საომარს,
მე მოვიხილავ სასუფეველს სურათს საოცარს,
იმედი მიმაქვს არ დატოვებთ წმინდა სალოცავს
მამა -ზეციერს დაჩოქილი შევთხოვ წყალობას.
იქნებ ამის თქმაც არ შეშვენის ენას საცოდავს,
სულის სიმშვიდე მირჩევნია ყველა საბოძვარს,
მდუმარებაში ყოფნა მიჯობს მრავალ ყალბობას,
ბევრი დასცინის უმეცარი აზრის ჯადოქარს.
არასდროს კარგი არ მოუზღავს სიტყვის ჭარბობას,
ჩანჩქერი ჭიქით ეხეთქება ქვის ლოდს,აბჯოსანს,
მსურს კვლავ მოვესწრო კეთილ სულთა მრავალ ნათლობას,
სიცოცხლით დავტკბე,გაუმარჯოს უფლის ჯვაროსანს.
მამა გიორგი თვდორაშვილი23.07.1997

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

mesxy (30)
სურს კვლავ მოვესწრო კეთილ სულთა მრავალ ნათლობას,
სიცოცხლით დავტკბე,გაუმარჯოს უფლის ჯვაროსანს.
#3, 02.08.2013 - 16:06
mesxy (30)
არასდროს კარგი არ მოუზღავს სიტყვის ჭარბობას,
#2, 02.08.2013 - 16:05
mesxy (30)
გამთენიისას ჩავაბარებ ჩემს სულს მაცხოვარს,
#1, 02.08.2013 - 16:05
 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.