Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
serebriani blog

ლაშა-გიორგი -მზეზე მსხვერპლთშეწირვის ცხელი კოცონია

მზეზე მსხვერპლთშეწირვის ცხელი კოცონია,
თვითონ სამყაროა მგონი არეული,
გრძნობას აყოლილი სევდა მოგწოლია,
არის სუიციდიც მათში გარეული.

ხელზე დავიხედავ,მაჯის საათია,
მაშინ მახსენდება ქრისტეს სამსჭვალები,
დრომ რომ სიჭაბუკე ჩემში გაათია,
ახლა სნეულებით არის გამსჭვალული.

ახლა გოლოვინზე წყვილად გამოდიან,
შენ კი მარტოსული სახლში აბრუნდები,
ჩემი არსებობა არის პაროდია,
გარდავიცვლები და აღარ დავბრუნდები.

შორით,მეკარვეთა ღამის კოცონია,
თვითონ სამყაროა ახლა არეული,
ღაწვზე ცრემლები რომ ურცხვად მოგწოლია,
ჩემი არსებობაც არის გარეული.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

გარდავიცვლები და აღარ დავბრუნდები.(((mshvenieria....sg,,
#2, 04.08.2013 - 15:25
va nata?
04.08.2013 - 15:25
natomari (44)
"ჩემი არსებობაც არის გარეული".

(საიდან გამოგდის ამ არასერიოზულ კაცს ეს ლამაზი ლექსები ) :-P
#1, 02.08.2013 - 20:26
:P
02.08.2013 - 23:17
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.