Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teri blog

ბედთან ჩივილი!

რა...!? მარტოობის უსასრულო წუთები ვთვალო?

ეხ... ბედისწერავ! არ მოგწყინდა ჩემი თვალთვალი?

მინდა ცხოვრების არენაზე გავინავარდო,

რომ მეც ვიპოვო გრძნობა წრფელი, ალალმართალი.

ჰო! მომაშორე მარტოობის ჩუმი სასჯელი,

რომ ამ ცხოვრების არენაზე არ დავიკარგო,

ჩამოვიღვენთო, ჩამოვიწვა, როგორც სანთელი

და ჩემი ჯვარი მოთმინებით მუდამ ვატარო.

მეც გავიხარო, ჩემმა გულმაც იგრძნოს სილაღე,

ის სიხარული, რაც კი ჩემს გულს მუდამ სწყუროდა,

თუმც ამ ლოდინით დიდი ხანია მე დავიღალე

და ისე იყო ყველაფერი, როგორც შენ გსურდა.

ეხ... ბედისწერავ! არ მოგწყინდა ჩემი თვალთვალი?

გამიშვი, იქნებ ამ ცხოვრებით მეც გავიხარო,

გამოიმეტე ცოტა... ჩემთვის, სხივი ნათელი,

რომ სიხარულის მარგალიტი მეც დავითვალო!

// ე.სამხარაძე
//

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.