Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mesxy blog

გალაკტიონ ტაბიძე–მე და ზამბახი

ბნელ ღამის დროს წყნარი ძილი რომ ეწვევა თეთრ ზამბახებს,

მათ ნარნარი მთის ნიავი უალერსებს, აცახცახებს.

დასჩურჩულებს: სიზმრად ვნახე, თქვენი სახე მომხიბლავი,

და მოფრენა განვიზრახე, გენაცვალოთ ჩემი თავი!

მზეს ნუ ელით... დღე დიდია, სიზმარს უნდა ყურისგდება,

ხანმოკლეა ეგ სიზმარი, გაკოცებს და გაფრინდება.

გაფრინდება... მერე ცეცხლის მზე ამოვა, დღე მწვავდება

და გგონია, თითქო იგი არასდროს არ გათავდება!

მეც, მეც ასე მიჩურჩულებს იდუმალი ფიქრთა გროვა,

დავივიწყო, ვინაც ჩემში გრძნობათ ცეცხლი ამოსწოვა,

მაგრამ მაინც ჩემი სული, ვით ზამბახი მინდორ-ველის,

მზის ამოსვლას უდარაჯებს და სიყვარულს ელის, ელის..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

babulina (58)
,,დავივიწყო,ვინაც ჩემში გრძნობათ ცეცხლი ამოსწოვა"
#1, 13.08.2013 - 12:56
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.