Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mesxy blog

გალაკტიონ ტაბიძე–არ მინდა სიტყვა

არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!


როდესაც სიტყვა დაიბადება,

სიმართლის ალი, როგორც ბურუსი

ისე ირღვევა და იფანტება.



მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ

სევდის მორევში მცურავ თვალებით,

მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ

გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,

შენზე ოცნებით დაიწვა იგი.

განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს

სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს

გამოუთქმელი და მწარე ალი,

სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს

გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

babulina (58)
,,სადაა სიტყვა,რომ ამოაშროს გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი"
#1, 13.08.2013 - 12:54
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.