Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
makuchi blog
მეგრელი ღამის სამ საათზე დაბრუნდა სახლში. ცოლის რისხვა რომ აეცილებინა თავიდან‚ საძინებელში ძალიან ფრთხილად შევიდა და საათის ისარი უკან გადასწია. გამოეღვიძა ცოლს და მაშინვე დაიწყო ყვირილი:

– ნახე‚ რომელი საათია‚ აქამდე რას აკეთებდი?

– რა რომელი საათია? ჯერ თორმეტიც არ არის...

ცოლმა შეხედა საათს და მოლბა:

– რამე ხომ არ გინდა?

– წყალს თუ მომიტან...

ცოლი სამზარეულოში გავიდა‚ წყალი ჭიქაში დაასხა‚ მაგრამ ამ დროს თვალი მოკრა‚ სამზარეულოს საათი სამს უჩვენებდა და სასწრაფოდ გავარდა საძინებელში. ქმარი მომზადებული დახვდა‚ საათისკენ გაიშვირა ხელი და ეუბნება:

– სად ხარ ქალო ამდენ ხანს?! ერთი მითხარი, წყლის მოტანას სამი საათი რად უნდოდა?!


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.