Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teo2929 blog

.........................

მოდი სიყვარულობანა ვითამაშოთ,
სიძულვილი და ტკივილი მოვინელოთ,
ბნელი წუთი გასულ საათს მივაბაროთ
და წარსულის შავი კარი მოვიკეტოთ

შეიშალე?!! წამს აყვირდა რეჟისორი
მსახიობებს არ ეგების ამის ნდომა,
გაიხსენე უბადრუკო ტროის ომი
სიყვარულმა რომ გაჟლიტა კაცთა მოდგმა,

გაიხსენე რომეო და ჯულიეტა,
სიყვარული, აფრენილი ცამდე მაღლა
რომ დასძლია სიძულვილმა მასზე მეტმა,
არ ეგების მიტევება მოდგმას კაცთა

გაიხსენე ამირანი მიჯაჭვული,
სიყვარულმა რომ აწამა საუკუნე
ყველაფერს აქვს ჩემო კარგო საზღაური,
ერთი კარგით, აღმოვჩნდებით ხვალ უკუნეთს

დაიხსომე ახალბედავ გიმეორებ
რომ ცხოვრება აღარაა სათამაშო,
მე კი მაინც მის ჯინაზე ვიმეორებ :
- მოდი, სიყვარულობანა ვითამაშოთ

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.