Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

მონოლოგი გოიმების შესახებ

ყველა ადამიანს, უფლება აქვს იყოს გოიმი. იმიტომ, რომ 21- ე საუკუნე გოიმებისაც არის და ამის გამო ჯერ დედამიწა არ დაღუპულა. ამ პლანეტას აუცილებელია ყავდეს გოიმები, რადგან კარგ ტიპებს, მუდმივი შიში ქონდეთ იმისა, რომ გოიმებად არ გადაიქცნენ. თუ არა ის შიში ცივილიზაცია დაიღუპებოდა. ფაქტიურად გამოდის რომ გოიმებმა თავი გადადეს ცივილიზაციისთვის, ნუთუ ეს გმირობა არ არის ?! ჩემი აზრით ყველა ადამიანი ხელშეუხებელია და როგორიც უნდა მას იყოს, შეუძლია ეგეთი იყოს. და ამიტომ მე დღეიდან გადავწყვიტე შევწყვიტო გოიმებთან და ზოგადად გოიმობასთან ბრძოლა, რადგან იქნებ თქვენ, მართლა ისეთ საქართველოში გინდათ ცხოვრება, სადაც შეყვარებულები მარტო ბნელ სადარბაზოში კოცნიან ერთმანეთს და საზოგადოების თვალწინ უცხოებივით იქცევიან, სადაც ტაქსში ქმრები ცოლებს უკან სვამენ და თვითონ წინ, მძღოლის გვერდით ჯდებიან, სადაც მარშუტკაში პირჯვარი თუ არ გადაიწერე ყველას პიდარასტი ეგონები, სადაც დედა შვილს ეუბნება "შვილო ღამის კლუბში დღისით წადი და რო დაბინდდება სახლში იყავიო" და სადაც შუქნიშანზე, მწვანემდე რო ყვითელი აინთება უკნიდან ყველა გისიგნალებს ჩქარა ჩქარაო. და სადაც თუ ომი იწყება ბაქოში გარბიან და თუ ომი არ იწყება მიტინგზე. სადაც ეროვნება ბიოლოგიური მოვლენა გონიათ და არა მოქალაქის კულტურული არჩევანი. და სადაც სულ იბადებიან და მერე მუდამ სწუხან ამაზე.
დაე იყოს საქართველო გოიმების კერა, რათა კიდევ უფრო სამარცხვინო გამოვჩნდეთ დანარჩენი მსოფლიოს თვალში, რათა კიდევ უფრო არ მოგვბაძონ დანარჩენმა სამყარომ და ამით კიდევ უფრო განვითარდნენ და წინ წავიდნენ. და როცა განვითარების უმაღლეს დონეს მოაღწევენ ... მოგვხედავენ ალბათ ჩვენც და მსოფლიო ბანკი გადმოგვირიცხავს ამ დამპალ გრძელვადიან კრედიტს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 29  |  negative votes: 1

Write comment:

minasa (42)
magari gogo chanxar, erti shexedvit, momewona sheni sityvebi
#21, 22.08.2013 - 12:12
ნაწყვეტი სერიალიდან "ჩვენი ოფისი"
09.09.2013 - 10:16
gretacka19 (30)
martlac shtambechdavi blogia da rac mtavaria soveli sityva simartlea.....
#20, 19.08.2013 - 16:48
:)))))))))))))))
#19, 19.08.2013 - 16:19
KBH (26)
http://www.youtube.com/watch?v=QXDRPtufEbA&list=LLJZDmZiGxEiCa7jSOaGYjvg აჰა დაოკდი))
#18, 19.08.2013 - 09:14
19.08.2013 - 16:22
respekt (29)
es taksi kai iyo :D danarcheni mezoblebis probelmaa !!))))
#17, 18.08.2013 - 12:38
rania (39)
arada visactavi zan magari gonia,zogjer swored is iqceva goimuradac da debiluradac
#16, 18.08.2013 - 10:16
rania (39)
goimobas yvela sxvadasxvainairad xedavs,es martlac dausrulebeli temaa
#15, 18.08.2013 - 10:15
MARIAAAN (25)
nia shen tavs ratom ar tvli goimad shegidzlia dacero?
#14, 17.08.2013 - 23:37
თუ თქვენ რამე ჩემში არ მოგწონთ , არ არის აუცილებელი, ეს მეც მაცნობოთ, შეეცადეთ, ეს შოკი გადაიტანოთ უჩემოდ)
11.09.2013 - 16:19
naniko51 (55)
magari gogona xar nia... cxovreba tavisit alagebs da uzebnis adgils yvela chventagans...
#13, 17.08.2013 - 22:49
მადლობთ
17.08.2013 - 22:57
alexaaaa90 (26)
dzalian rtuli da sensitiuri temaaa, adamianebisgan swavlebas ar eqvemdebareba... cxovreba gaganatlebs niaa tu amas imsaxureb ragatqmaunda : ))
#12, 17.08.2013 - 22:22
ისე დარწმუნებით და დაუფიქრებლად გამოიშვირე თითი, მეგონა ჩემზე მეტი იცოდი ამის შესახებ ...
17.08.2013 - 22:35
1  2  3  [»] 

© 2017 Face.ge - all rights reserved.