Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nai1994 blog

სახლის კართან

1340221119_dacha_01.jpg
მე მოვწყვიტავ ვარდს და იას
და მოგიტან სახლის კართან,
შემდეგ ჩუმად გავიქცევი
წავალ ისევ ბარის დახლთან,
დავლევ სათრობს ისეთ სასმელს,
რომ სულ ჩაკლას შენი მზერა,
ისევ დავწყვეტ შემდეგ ყვავილს
მოვერევი გადარევას
მოვალ სახლთან, არ შემოვალ
და დაგიწყობ თეთრ გვირილებს,
შემოდიო იქნებ მითხრა
შენ ხომ ხედავ რომ ვქვითინებ,
არა არ ღირს გაბრაზება,
შენ ხომ არ გაქვს ეხლა გული
არ განაღვლებს როგორ ტანჯავს
ჩემ მახინჯ სულს, შენი სული...
ესე წავლენ დღენი, თვენი,
მე დავრჩები შენს ერთგულად
იქნებ ერთხელ სახლის კართან
შენც შემოგხვდე მე ბებრულად.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.