Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ushnoeka blog

სვანეთში მივდივარ მთებში და

სვანეთში მივდივარ მთებში და
მიყვარხარ ვინ იცის რარიგად.
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე .
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლები მოვწმინდე,
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და... მოვწყვიტე
იმ ხევში მყვირალა შურთხია,
მომწყინდა ბილიკზე წანწალი....
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და...
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში მივდივარ მთებში და..
მიყვარხარ ვინ იცის რარიგად
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარე
მივდივარ გზა მხვდება ახალი
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი..

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.