Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
MIMIKI blog

ერთი საღამო...

ერთი საღამო აუცილებლად იქნება ასეთი: არ უპასუხებ ჩემს ზარებს და სახლში მოხვალ გვიან; იტყვი- არ მესმოდაო, გაბრაზდები- პატარა ხომ არ ვარო?! მე პირს მოვკუმავ და არაფერს ვიტყვი. შენ კი, გაგიხარდება, რომ მე ვეჭვიანობ, ვნერვიულობ ან რამე მსგავსი, მაგრამ შემჩნევით- არაფერს შეიმჩნევ. იმ ღამით, მე ჩვეულებრივ წავიკითხავ ძილის წინ ლოცვებს, მშვიდად და ოდნავ ხმამაღლა, როცა ზუსტად ვიცი, რომ კარს უკან დგახარ და - მისმენ. იმ ღამით, ჩვენ შეთქმულებივით ჩავწვებით საწოლში, მე- კუთხისკენ მივიწევი და ზურგს მოგაქცევ; შენ- ერთ ხანს დამელოდები და როცა მიხვდები, რომ სულაც არ ვაპირებ , ტრადიციულად გითხრა: "შენს ნებაზე იძინე..." ოდნავ გაბრაზებული და ოდნავ ნაწყენი- გამორთავ შუქს.. ცოტა ხნის შემდეგ, შენი მშვიდი, თანაბარი სუნთქვა გააპობს ჰაერს. მე ფრთხილად გადმოვბრუნდები შენკენ და კიდევ უფრო ფრთხილად შემოგიკეცავ - ნახევრამდე გადახდილ საბანს. მერე ჩუმად, ისე, რომ ვერც მე გავიგო- გისურვებ ტკბილ ძილს და რატომღაც ყველაზე გულუბრყვილო შიშით- შემეშინდება შენი დაკარგვის... მეორე დილით, შენ მადლობას გადამიხსი საბნის გასწორებისთვის და მეტყვი: რომ ეს ერთადერთი ღამე იყო, როცა მე ძილინებისა გისურვე და შენ მაინც არ გძინებია... ეს იქნება ყველაზე უცნაური სიყვარული, რომელსაც ხმამაღლა არასდროს გავუმხელთ ერთმანეთს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.