Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nukita blog
საერთოდ არ მითხრა არაფერი,
მე დღეს მესმოდა შენი კაბის შრიალი,
ფანჯრები მქონდა ღია,
მოზომილ ნაბიჯების ხმაზე გცნობ და სუნზე,
რომელიც არ არის არც ერთი სუნამოსი,
ყოველ შემთხვევაში მე ის ვერსად აღმოვაჩინე.
შეუმჩნეველი გრჩება მუდამ ჩემი ღიმილი_
არა და სხვებთან,საათობით აბამ საუბარს.
მე მოგეჩვიე,როგორც მაგალითად ჩემს ძველისძველ საათს,
რომელიც აგერ სამი წელია გამართულად ვეღარ მუშაობს,
(ჯერ სამი წუთით ჩამორჩებოდა...შვიდით და ბოლოს,
მთელი საათის ნახევარი მომპარა )
ჩამოცვენილი ფოთლები ჰო მოიყვანენ შემოდგომას
და შენც ამაყად,თავაწეული დააბიჯებ ჩემი სახლის წინ.
მე ერთი ოთახის ყვავილი მაქვს,ზუსტად არ ვიცი რა ჰქვია მაგრამ,
კაი ტიპია,წყალი თუ უნდა უცნაურად ჩაღუნავს თავს და
არ ამომხედავს,თუნდაც შენზე ვლაპარაკობდე,
არა და ვიცი,იმ გაზაფხულს,ზუსტად იმ დღისით,
როცა მე და მან ერთად დაგინახეთ ჩვენი ფანჯრიდან,
ორივეს ერთად დაგვემართა შენი თავი.
მაწუხებს მხოლოდ იმაზე ფიქრი,
რომ ნამდვილი მოჩვენებები არ არსებობენ,
სიამოვნებით გავხდებოდი შენი სახლის მოჩვენება.
საერთოდ არ მითხოვია არაფრი,
ახლა მე გთხოვ_
ნუ დადიხარ ჩემი სახლის წინ.
არა_მოვითხოვ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

Kargi blogia
#1, 09.09.2013 - 02:59
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.