Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

მაგრამ მაინც მთელ სიცოცხლეს ნიშნავს სამეგობროდ გამოწვდილი ხელი...

მეგობრობას არ უხდება იჭვი,
არც სიყვარულს არ ჭირდება ძერწვა,
შეიძლება, შეგიყვარდეს ფიჭვი,
შეიძლება, შეუყვარდე ძეწნას...531934_489724017789950_1223914712_n.jpg
შეიძლება, ყველაფერი ნახო,
მას კი მაინც არ გაუვა ყავლი,
რაღაც, სულ სხვა სურნელება ამკობს
მეგობარი როცა გჩუქნის ყვავილს...
მეგობარი,- თვითონ სიტყვა, ალბათ
ერთი გობის სახელიდან მოდის,
ერთგულებით როცა ცხვება ქადა
იმ ერთ გობში მოზელილი ცომით...
მეგობრობა სათნოებით იშვა
და არც გული არ იღლება ღელვით,
მაგრამ მაინც მთელ სიცოცხლეს ნიშნავს
სამეგობროდ გამოწვდილი ხელი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.