Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninuca1111 blog

მოვალ მე შენთან ქორწილში უცხოდ...

შენ ვერ გამიგე მინდოდა მეთქვა,
ცრემლს სიცრუისგან როგორ ვერ არჩევ,
ნუთუ არ გესმის ამ გულის ფეთქვა
ცოცხალი რომ ვარ ფეთქვითღა ვამჩნევ...

ჩემზე ნაწყენი ვინმეზე გამცვლი,
ჩაიცმევ ალბათ ქორწილის კაბას,
მე კი გულმოკლულს გრძნობებად დამცლი,
რომ მისთხოვდები მელოტს და დაბალს...

მოვალ მე შენთან ქორწილში უცხოდ,
გეცმება ალბათ ცისფერი კაბა,
დავლევ ერთ ჭიქას კუთხეში უხმოდ,
დავლევ, დავცლი და უჩუმრად წავალ...

წვიმაში ჩავკლავ უზომო ტკივილს,
შენს გვერდით ნაგრძნობ წუთიერ შვებას,
ბავშვურ თვალებზე მაგ ღვთურ ღიმილს,
შენი ტუჩების დაწითლულ ვნებას...

მომეძალება გიშრის თვალები,
და გამახელებს ველურის ძალით,
მომბეზრდა ჩვენი მელოდრამები,
მომკალით ვინმემ! გთხოვთ, თუნდაც წამით...

მე თქვენს მკვდარ ქორწილს გავხდი სუდარას,
ბინდი მეკვრება თვალებზე ღამით,
აღარ შევისმენ აღარც მუდარას,
დავითრევ სიძეს, უბრალოს ბრალით!

ვიღებ იარაღს და გულში ვესვრი,
თან შემოგხედავ თვალებით მკვლელის,
მე ჯოჯოხეთის გზის წყარო შევსვი,
შენგან გულმოკლულს იქ შვება მელის...

მინდა გაგშორდე და თანაც მალე,
გნახე იმასთან ტირილით მჯდარი,
ვისზე გამცვალე? ვის მანაცვალე?
ის თუ მკვდარია, მე ორგზის მკვდარი!

იმავ იარაღს შენ იღებ ხელში,
მიმიზნებ გულში და სისხლიც მოსჩანს,
თუ ეს ჭრილობა არ მომკლავს მაშინ,
შენი თვალების სიშავე მომკლავს...

მორჩილად ვგდივართ შენთვის ურჩები,
თვალებით ვხედავ შენს სხეულს მოძრავს,
თუ წითელ სისხლსაც გადავურჩები,
შენი ტუჩების სიწითლე მომკლავს...

დაგვასვენებენ მტრებს ბოლოს ერთად,
მას – ჩემგან მოკლულს, მე კი შენგან მკვდარს,
მე მიწას შევჭამ საფლავში მტერთან,
შენ მისთხოვდები ალბათ ვიღაც მხდალს...

მცირეხნიანი ტირილის შემდეგ,
გადაგვივიწყებ შენი კვნესამე,
ჩვენ დავიწყების მორევში შეგვდებ,
შენ კი გაჰყვები ვიგაც მესამეს...

სულთა სამყაროს ჩხიბავს მიონი,
ჩვენს ცივ სახეებს ცრემლები დაფლავს,
გამახსენდება გალაკტიონი
და მესაფლავე გაგვითხრის საფლავს...!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

wow, magaria
#1, 21.10.2013 - 00:08
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.