Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninuca1111 blog

"ტრიუმფალური თაღი "

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ტალღა და უყვარდა ფრიალო კლდე, სადღაც ზღვაში, ვთქვათ, კაპრის უბეში აღმართული. ქაფისა და შხეფების კორიანტელში ახვევდა, დღე და ღამე კოცნიდა, ეხვეოდა თავისი თეთრი ხელებით. ოხრავდა, ტიროდა და ევედრებოდა: ,,მოდი, ჩემთან კლდეო!” უყვარდა, ზედ ეხლებოდა და ნელ-ნელა შლიდა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაშლილი კლდე შეირხა, წამოიქცა და ტალღის მკლავებში გადაეშვა... მერე უეცრად კლდე გაქრა, ტალღა კი ვეღარავის გაეთამაშა, ვეღარავინ შეიყვარა, ვერავისთვის იდარდა. კლდე ტალღაში ჩაიხჩო. ახლა ის მხოლოდ ზღვის ფსკერზე მდებარე ლოდი იყო. ტალღას იმედი გადაეწურა, ეგონა, მომატყუესო და მოკლე ხანში სხვა კლდე მონახა...

"ტრიუმფალური თაღი "


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.