Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ, რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე!

მე უშენობის მწარე სევდას გულში ვინახავ,
შენთვის უცნობი და ერთგული ვრჩები ბოლომდე,
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ,
უფლება არ გაქვს, ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე!
გამინაწყენდნენ მე ფურცლები ლექსებუხლები,
მხოლოდ ლექსებში და ფიქრებში როგორ გეძიო?
შენი თითებით, შენი თმებით, შენი მუხლებით,
უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო.
ტუჩდახეთქილი მიღიმიან ბროწეულები,
ეს მერამდენედ სევდის ბაღში ღამეს ვათენებ...
და ვარსკვლავები შენს თვალებში მომწყვდეულები,
ჰგვანან პატარა მოციმციმე ციცინათელებს.
გულმა ფიქრები შავ ღრუბლებში ჩუმად აზიდა
და ფრთხილად ვზომავ გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებს
და წვიმს ქუჩაში ისე ნაზად, ისე ფაქიზად,
რომ შეიძლება მონატრებით კაცი გაგიჟდეს.
ვინ გამოუშვა გარეთ წვიმა ასე ტიტველა,
ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ ვუშველოთ?
დასტოვოს სევდა სულ პატარა, პაწაწკინტელა,
მერე თავსხმებმა ჩამიარონ გვერდით უშენოდ.
შენზე ოცნებას შევინახავ, როგორც დიდმარხვას,
ხვალ ცისარტყელა ჩემს სიმართლეს დაე მოწმობდეს,
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ,
რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე!

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.