Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

. ბედნიერებავ, მხოლოდ ერთხელ შემახე ხელი..

ბედნიერებავ, შემიჩერდი ერთხელ კარებთან... გიხილო მხოლოდ, კმაყოფილი დავრჩები ამით... მოდი დადექი, ამ შიშველ და დაღლილ თვალებთან... რომ აირეკლოს შენი სხივი, სულ ერთი წამით... იქნება გიცნო, იქნებ გზაზე ამცდი შემთხვევით... მეც რომ შემეძლოს, დავიფიცო ნანახი მყავხარ... არ გთხოვ დარჩენას, არც გაგკიცხავ და არც გემთხევი... უბრალოდ მინდა დავიჯერო, ოცნება არ ხარ... ბედნიერებავ, მხოლოდ ერთხელ შემახე ხელი... აწი რომც დარჩე, ვერ მოგიხდენ, არა მგონია... გთხოვ დამანახე, რა სხივი გაქვს ასეთი მწველი... ვთქვა, შენს სტუმრობას, რა ლამაზი ცრემლი ჰქონია... ნახვად გინატრებ, მერე წადი გიცდის რამდენი... ბედნიერებავ, სიხარულის თანაზიარო... მხოლოდ დამლოცე, ვიდრე ბოლო იმედს განვდევნი... რომ კიდევ შევძლო და ტკივილთან ერთად ვიარო..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.