Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lalo-diana blog
რა გჭირს, ბერიკაცო, ვინ არ გაციებულა, განა შენნაირად კვნესის ვინმე? ჩაწექი საწოლში, საბანს დაგახურავ, ფეხზე ჩამოგაცვამ წინდებს... რა გჭირს,ბერიკაცო, რა გაწუწუნებს, ხდებიან ავად სხვებიც... შემოდი ოჯახში, მე დავკრეფ მოსავალს, სახლს მოაგნებენ ცხვრები... რა გჭირს, ბერიკაცო, დაწექი საწოლზე, მუხლი გამართე ორი; ნუ დარდობ, ზამთარი ჯერ კიდევ შორსაა, მერე დავჩეხოთ მორი!.. რა გჭირს ბერიკაცო, შემოდგომაა, ახალ წელს ჩამოვლენ, ალბათ, ჩვენ ახლა საკუთარს მივხედოთ თავებს და შევეშვათ ბავშვებთან კამათს... რა გჭირს, ბერიკაცო, ბიჭობა გაიხსენე, ადრეც გამხდარხარ ავად; ბოტები გაიძრე, დაჯექი ბუხართან, ეს ნოემბერი ზამთარს მოიყვანს, მერე ზამთარიც გავა... რა გჭირს, ბერიკაცო, ასე რამ მოგტეხა, სიბერის ბრალია, ალბათ... დაჯექი ბუხართან, ცოტა დაისვენე, მე ძროხას მოვწველი ახლა. ცხელ რძეს დაგისხამ, ყელზე გეამება, სითბო ძვლებამდე მივა. რა გჭირს, ბერიკაცო, პატარა ხომ არ ვარ - მე მოვაგროვებ თივას... ნუ ხარ, ბერიკაცო, ასეთი უტეხი, ცეხლს მიუშვირე მკლავი. შვილებს რა ვუთხრა, ანდა მე უშენოდ - როგორ ვირჩინო თავი? რა გჭირს, ბერიკაცო, ვინ არ გაციებულა, სიბერის ბრალია, ალბათ; ბიჭობა გაიხსენე, ბერიკაცო, მე ცხელ რძეს დაგისხამ, ახლა!..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline lalo-diana
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.