Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
GVaNC blog

ეგოიზმი

ეგოიზმი – ლათინურად ego,აღნიშნავს მეს. პირადი ინტერესების საზოგადოებრივ ინტერესებზე ან სხვა ადამიანთა ინტერესებზე მეტად წინ დაყენება ეგოიზმია.ეს გახლავთ ცხოვრების პრინციპი რომლის მიხედვითაც ადამიანი თავის ქცევაში ხელმძღვანელობს მხოლოდ პირადი ინტერესებით,ანგარიშს არ უწევს საზოგადოების და მის ირგვლივ მყოფთა ინტერესებს, ასეთი მოქმედება არ შეესაბამება საზოგადოებრივ მორალს და ადამიანურ პრინციპებს. ეს, რათქმაუნდა მხოლოდ ზოგადი ახსნაა ეგოიზმისა, სხვადასხვა პროფესიისა თუ აზროვნების ადამიანები კი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ჭრილში განიხილავდნენ ეგოიზმს, ქმნიდნენ თეორიებს, აყალიბებდნენ საკუთარ შეხედულებებს და იცავდნენ მათ.
როგორც მაღლა ითქვა ეგოიზმთან დაკავშირებით უამრავი თეორია არსებობს.
ამის რამდენიმე გვერდში ჩატევა ალბათ შეუძლებელია, თუმცა ცდა არავის აუკრძალავს.
ეგოიზმზე საუბრისას ფილოსოფიას გვერდს ვერაფრით ავუქცევთ. რაციონალური ეგოიზმი არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც სუბიექტის ქმედება რაციონალურია მხოლოდდამხოლოდ მაშინ, როცა ის ამ სუბიექტის პირად ინტერესს ამართლებს. რაციონალურის გარდა ფილოსოფოსები გამოყოფენ ეთიკურ და ფსიქოლოგიურ ეგოიზმს. ფსიქოლოგიური ეგოიზმი მოტივაციის, ხოლო ეთიკური ეგოიზმი მორალურობის შესახებაა.
ფსიქოლოგებს საკუთარი თეორიები აქვთ ეგოიზმთან დაკავშირებით. მათი აზრით ეგოიზმი არანაირი გადახრა არაა, ანუ ის ფსიქიკურად ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებსაც ახასიათებთ.ფსიქოლოგები გამოყოფენ ეგოიზმის სამ ხარისხს: ზეეგოიზმი (მე ვარ ყველაფერი, სხვები კი- ნული), ეგოიზმი-თვითგანადგურება (მე ნამდვილი არარაობა ვარ), ჯანსაღი ეგოიზმი (საკუთარი და სხვების მოთხოვნების გაგება და მათი გამოყენება).
რელიგიური შეხედულება ეგოიზმს განიხილავს, როგორც ღვთის გზიდან გადაცდენას, როგორც „ჩვენ“-ის უარყოფას და „მე“-ს განდიდებას. ამრიგად ეგოიზმი ერთ-ერთ უდიდეს ცოდვად მიიჩნევა ქრისტიანულ რელიგიაში
მედიკოსთა დიდი ნაწილი ეგოიზმს ნარცისიზმთან აიგივებს, თუმცა ამავე დროს ისინი ამბობენ, რომ ჯანმრთელი ნარცისიზმის ზომიერი რაოდენობა ინდივიდის მოთხოვნებს საშუალებას აძლევს დაბალანსდეს სხვებთან ურთიერთობაში. თუმცა არსებობენ მედიკოსები, რომლებიც ეგოიზმს ავთვისებიან სიმსივნეს ადარებენ, რომელიც ნელ-ნელა ჭამს ადამიანს შიგნიდან და არ აძლევს საშუალებას იაზროვნოს ადეკვატურად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.