Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tush-327 blog

შურიანი კაცის ამბავი

კაცი იყო შურიანი, ყველასი და ყველაფრის შურდა. შინ იყო და შური აღრჩობდა, შინიდან გავიდოდა და შური თვალებს უბნელებდა და გზა-კვალს უბნევდა.
ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა.
სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა...
დიდი შურით იყო შეპყრობილი შურიანი კაცი...
ერთხელ გადაწყვიტა შურზე შური ეძია:
ჯერ თევზისა შურდა და ცურვა ისწავლა.
ფრინველისა შურდა და ფრენა ისწავლა.
ძაღლის ერთგულებისა შეშურდა და ძაღლივით ერთგული გახდა.
ცხვრის თვინიერებისა შეშურდა და ცხვარივით თვინიერი გახდა.
ბოლოს ხისა შეშურდა, ერთ ადგილას რომ იდგა, და რომ მას მაგრილობელი ჩრდილი ჰქონდა და რომ მას ნაყოფი ჰქონდა და რომ მისი ფოთლები შრიალებდნენ და რომ ტოტებზე ფრინველები ისვენებდნენ და ბუდეებს იშენებდნენ.
და შინიდან გავიდა შურიანი კაცი, ბევრი იარა, მრავალი მწვანეშეფოთლილი კორდი გადაიარა და ბოლოს მოანხა მწირი, ხრიოკი ადგილი, ერთიც მოხედა თავის განვლილ გზას და დადგა. დადგა და მიწაში ფესვები გაიდგა, მერე მარადმწვანე ფოთლებით შეიმოსა, ხოლო ნაყოფად ზეთისხილი მოისხა.
ახლაც იქ დგას შურისაგან დამცხრალი შურიანი კაცი. დგას და შრიალებს..
(ერლომ ახვლედიანი)

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline tush-327 (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.