Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ttuta blog

ზამთარი ჩვენი მღელვარებისა (ჯონ სტეინბეკი)

და თუ მისი ნაბიჯები თანაბარი სიგრძისა არ იყო, აბა ვინ იფიქრებდა, რომ ეს ძველი ცრურწმენით მოსდიოდა, რათა დედის აჩრდილზე ფეხი არ დაედგა და მისი ხერხემალი გადატეხისგან ეხსნა.

რა უცნაური ხმა აქვს ხოლმე ქუსლების ტყაპუნს ტროტუარზე, როცა გაბრაზებული მიდიან.

უცნობი მაინც შემოვიდა - ხმელ-ხმელი, მარად ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავის დღეში ახალგაზრდა არ ყოფილა...


ერთი პოეტი ქალის ლექსი გამახსენდა, რომელიც თოლიას სპირალისებური სრიალით აღფრთოვანებულს დაეწერა დიდი ხნის წინათ. ლექსი ასე იწყებოდა: "ოი, ფრინველო, ბედნიერო - ნეტა რას თრთიხარ?" მაგრამ ამის გარკვევა მაინც ვერ მოახერხა პოეტმა ქალმა, ალბათ არც ძალიან გამოუდია თავი.

სამი რამისა არასოდეს არა სჯერათ - სიმართლისა, იმისა, რაც შესაძლებელია მოხდეს, და იმისიც, რაც სავსებით ლოგიკურია.

ფულს რომ შეგეხვეწება "ტვინის შესაჭიკჭიკებლად", მისი თვალები პატიებას გთხოვენ, რადგან თვითონვე ვერ უპატიებია თავისი თავისთვის.

შეუპოვარი კაცი იყო პაპაჩემი, თეთრი ბაკენბარდები ჰქონდა. ისე მიყვარდა, რომ პირდაპირ ვიტანჯებოდი ამ სიყვარულით.


ნათქვამია, კარგ მეომარს ბრძოლა აინტერესებს და არა ომიო. ეს უკვე სამოქალაქო ხალხის საქმეა.

-განსხვავება მხოლოდ ცალკეულ ადამიანშია - მხოლოდ ცალკეულ ადამიანში. მთელი ძალა - ცალკე ადამიანია. უმისოდ არაფერი გაკეთდება.

მარჯი ფეხსაცმელების ბაკუნით გავიდა, გამობზეკილი უკანალი ისე უხტოდა, თითქოს რეზინისააო. თითქოს აქამდე არ მენახა. ალბათ რამდენი ვინმე იქნება - მთელი დღე და მოსწრება შევყურებ და ვერა ვხედავ.

ათასნაირი გამომეტყველება მივირე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვერც სათნოება გამოვხატე, ვერც სიამაყე, ვერც მრისხანება და ვერც იუმორი: იგივე სიფათი იყო, ოღონდ სხვადასხვანაირად ვიჭჱანებოდი.

როცა დრო მოვა, და საჭირო გახდება ჩემს ვაჟიშვილს ცხოვრების მთელი საიდუმლო გავაცნო, - რაც მან, ეჭვი არ მეპარება, უკვე მშვენივრად იცის, - არ უნდა დავივიწყო და ქალის თმის ვარცხნილობაზეც უნდა ვუთხრა რამე. თმის ქება თუ კარგად შეითვისა, ყველაფერს მიაღწევს, რასაც კი მისი ავხორცული გული მოიწადინებს. უნდა კარგად გავაფრთხილო: რაც უნდა, ის უქნას ქალს - ჭიტლაყი ამოჰკრას, სცემოს, წააქციოს, ხელი ჰკრას - ოღონდ თმას ნუ აუწეწავს, ამას ნურასდიდებით ნუ იზამს. ეს თუ შეიგნო, მეფე გახდება.

მუდამ მიკვირდა ხოლმე: როგორ ახერხებს ხალხი, რომ ფულის გაკეთების სურვილი ქველმოქმედების საბურველში გაახვიოს.

- არა, ისევა გაქვს ძველი სიამაყე. ფული რომ მთხოვე, საშინლად შეგრცხვა. ეს უკვე სიამაყეა.
- არა. ეს ოინი იყო. ლოთები მამაძაღლი ხალხია. შენ თვითონ შეგრცხვა, და დოლარიანიც იმიტომ მომეცი, გეგონა მე ვიყავი დარცხვენილი. ერტი ბეწოტიც არ დამირცხვენია. დალევა მინდოდა.

- ძველი კაპიტანი, პაპაჩემი, იტყოდა ხოლმე - მეგობარი თუ გინდა შეინარჩუნო, თავისდღეში არ გამოსცადოო.

ხალხის უმრავლესობა ასე სჯის - გაიმარჯვე, ესე იგი მართალი ხარ!

ომის გამოცდილებით ვიცი, რომ ბრძოლის ველზე მოკლულები განსაზღვრული მიზნისა და მისწრაფების მსხვერპლნი არიან და არა გაგულისების, სიძულვილისა თუ სისასტიკისა. დარწმუნებული ვარ, განსაზღვრულ მომენტში გამარჯვებულსა და დამარცხებულს, მკვლელსა და მოკლულს შორის სიყვარულიც კი წარმოიშობა.

ქურდის დაჭერა დუქანში საქმისთვის არ ვარგაო, მარიგებდა ხოლმე. ყველას ააღელვებს, რადგან ვინ იცის, თავის გუნებაში მაინც იქნებ ყველა სცოდავდესო.

- კარი გავიჯახუნე და სევძახე, - "ეს ჩემი აბაზანაა, ჩემი ციხესიმაგრე!" ელენის სიცილი შემომესმა. არა მჯერა ბავშვებისა, ჩემს ხუმრობაზე რომ გაიცინებენ.

გაფრინდი, გაფრინდი, ჩემო ჩიტო. ეს გრძელი ფურჩალები, მხრებზე რომ გაქვს მოკერებული, შენი ფრთებია, შე ჩერჩეტო.

არიან ქალები - ცხელ ღამეშიაც კი სიგრილეს მოგგვრიან.

- მამაცი ხარი უნდა გახდეთ - ცოტას გაგიძალიანდებით, რომ თავი უფრო გამარჯვებულად წარმოიდგინოთ. ხარისთვის ეს აუცილებელია.

სულ ტყუილია, თითქოს საერთო სინათლე არსებობდეს, მთელი სამყაროს ერთიანი ცეცხლი. ყველას ტავისი სინათლე აქვს, თავისი საკუთარი კენტად მბჟუტავი სინათლე.

- არავითარი დრამები, არავითარი დასჯა არც საკუთარი თავისა, არც ოჯახისა, და ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ამ დროს (ეს კარგად იცოდნენ მარულოს წინაპრებმა, რომლებიც ძველ რომში ცხოვრობდნენ): სთქვი მშვიდობით და თბილ აბაზანაში ვენები გადაიხსენი, ან თბილი ზღვა და სამართებელი!

ტალღებთან ბრძოლა დამჭირდა უკან დასაბრუნებლად, მაგრამ უსათუოდ უნდა გამოვსულიყავი. მაგორავებდა, აქეთ-იქით მახეთქებდა, მკერდამდე წყალშიძლივს მოვიკვლევდი გზას, აზვირთებული ტალღები გზას მიღობავდნენ.
უსათუოდ უნდა გამომეღწია აქედან, თილისმა თავისი ახალი მფლობელისთვის დამებრუნებინა.
რათა კიდევ ერთი სინათლე არ ჩამქრალიყო.







Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.