Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ttuta blog

სურვილი (ფრიდრიხ შილერი)

აჰ, ვით ვისწრაფვი, რარიგად მინდა
დავტოვო ვიწრო ხეობა ბნელი.
ვეწვიო მწვერვალს ლაღსა და დიადს,
ბედნიერების ვპოვო ნათელი.
იქ შვებას მომგვრის სილურჯე მთების
და ყვავილებით შემკული კორდი.
აჰ, ნეტავ მომცა ძლიერი ფრთები,
რა სიხარულით გავფრინდებოდი.
.......... (ვტოვებ რამდენიმე კუბლეტს)
ვხედავ ნაპირთან ქანაობს ნავი,
მენავე არ ჩანს... მაშ მედგრად, გულო,
ნუ შეგაშინებს ტალღა მგრგვინავი,
დიადი ლტოლვით გატაცებულო.
ღმერთი საწინდარს არავის აძლევს;
წინ, ზვირთებს ძლევით გადავუქროლოთ.
სასწაულების წარმტაც მხარეში
სასწაულებით მივაღწევთ მხოლოდ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.