Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

ბევრი გითხარი და რამდენი დამრჩა უთქმელი.

ზოგჯერ ცრემლით ვწერ,
ხმაურს იწყებს სუფთა ფურცელი...
ბევრი გითხარი და
რამდენი დამრჩა უთქმელი.
ეკლის გვირგვინი დავიხურე,
ვარდს ვინ მაღირსა,
დამიგვიანდა...
გაქრა წამი პაემანისა.
თავს ნაზად ვხრიდი ბილიკებზე
ვითარც პირიმზე,
სევდის ტალღები დამეფინა
სულის ღიმილზე.1231412_172567802926715_1972407662_n.jpg
ვინ დაინახა დასანახი...
ვინ შემიფარა?!
მთვარემ რამდეჯერ დაღონებით
ცრემლი მითვალა...
ვერ ავუფურცლე სიყვარული
ამაყ მაისებს,
თუ დამეკარგე...
ვინ მომიტანს ედელვაისებს?!
ზოგჯერ ცრემლით ვწერ,
ხმაურს იწყებს სუფთა ფურცელი...
ბევრი გითხარი და
რამდენი დამრჩა უთქმელი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

ვერ ავუფურცლე სიყვარული
ამაყ მაისებს
#1, 11.11.2013 - 13:00
ზოგჯერ ცრემლით ვწერ,
ხმაურს იწყებს სუფთა ფურცელი...
ბევრი გითხარი და
რამდენი დამრჩა უთქმელი.
11.11.2013 - 13:04
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.