Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
salikvaracxelia blog

ოთახი გაყინულ კედლებში ექცევა,მე კი შიშველი,სულის სიცივეში..

ოთახში თამბაქოს კვამლია..გაცრეცილი ფიქრები და გარეთ წვიმს..წითელი ღვინო მინდა , ერთი ჭიქა,არა ჩემებურად არა,მხოლოდ ერთი ჭიქა..ეს წვიმა წვეთავს ჩემს ნერვებზე..მაგიდას ზურგით გადავემხე და კვამლი კვამლზე მიემატა..ტანზე ეკალმა დამაყარა,არა წვიმისგან კი არა სიშიშვლისგან,მაგიდის ცივ ზედაპირს შიშველი ზურგით შევეხე და ავკანკალდი..ოთახში ჰაერია შეფერილი და ეს წვიმა წვეთავს ჩემს ნერვებზე .. უკვე მერამდენე ღამეს ვუთენებ ძილგამტყდარ ნერვებს,მე ჩემი თავის საპატიო ყარაული ვარ. ხანდახან თვალი მიშტერდება ტელეფონის სადენზე და მაინც რა რთულია როცა არავის ენატრები,არავინ გეძებს.გაიხედავ ფანჯარაში და ღამეა,გაიხედავ და ისევ ღამეა.თავს ვერაფრით იტყუებ და აქედან იწყებთ თანაცხოვრებას შენ და სასმელი...სიყვარული, ეს ის ოთახია სადაც ჯერ კიდევ წვებიან ორნი..ასეთი ოთახი მეც მაქვს და სულ შიშვლები ვწვებით მე და სასმელი..გარეთ კიდევ წვიმს...წამოვდექი მაგიდიდან და ისევ სიგარეტს მოვუკიდე,იქნებ არც მინდა,მაგრამ უკვე ვეღარც ვგრძნობ ჩემს სურვილებს..გზა..მაგიდიდან–მაცივრამდე..გამოვაღე კარები და მაცივრიდან გამოვარდნილმა სიცივემ დამიარა მთელ სხეულზე,ავიღე ღვინო და გამოვედი..შიშველი მკერით ფანჯარას მივეყრდენი,თავი უკან გადავწიე და ღვინო მოვიყუდე,თვალდახუჭულს მესმოდა წვიმისა და ჩემი ყლუპების ხმა,თან ვგრძნობდი როგორ მიცოცავდა წითელი ღვინის წვეთი ჩემი კისრიდან მკერდისაკენ,უკან დავიხიე და დავინახე მკერდის თავზე დაკიდებული წითელი ღვინის წვეთი...ისევ უსაზიზღრესია ქუჩაში ამინდი..ოთახი გაყინულ კედლებში ექცევა,მე კი შიშველი,სულის სიცივეში....ვიღაცას უნდა ემტრო მაინც ასეთ ამინდში,მაგრამ ისე ვარ სიყვარულიც არ შემიძლია...მოკლედ იცი როგორ ვარ??–როცა გინდა რომ ღმერთის გწამდეს და გულს ვერ უდებ.ვერ პოულობ დარჩენის ადგილს ან მიზეზს,როცა წასვლა გინდა და მაინც რჩები,ან პირიქით როცა მიდიხარ და დარჩენა გინდა.როცა არსებობს რაღაც ძალა,რასაც შეგიძლია დაეყრდნო,რაც გიყვარს ან უფრო მეტი,მას უყვარხარ და არ იმჩნევ ან უბრალოდ დამალვა გიწევს....მე თრობას ვიწყებ...წვიმამ უფრო მოუხშირა და როგორც ხშირად, ბავშვობაში,ვდგავარ მუხლებზე, ფანჯარასთან და შორეული სიშორე განცდებს ახურდავებს..........

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

PARADOX (28)
tu shhenia,gav..ri bregbedersac,imxela azri devs roo.....
#1, 16.11.2013 - 11:45
კი ჩემია ,, დიდი მადლობა,მააგრამ სისულელეა იდეალურს შემადარო : )))
16.11.2013 - 11:48
 

User
offline
offline salikvaracxelia (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.