Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

ხეტიალი საკუთარ სულში

ჩვენ გამუდმებით ვხეტიალობთ საკუთარ სულში, ჩვენი ნებით თუ უნებურად…
სულში ხეტიალი საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება.
სულში მხოლოდ მაშინ ვიწყებთ ხეტიალს, როცა მის გარეთ გზას ვეღარ ვპოულობთ. ეს შეიძლება იყოს ცალმხრივი სიყვარული, გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვის შეუძლებლობა, პრობლემები ოჯახში და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დროს ჩავიკეტებით ხოლმე ჩვენს თავებში და მერე რას ვაკეთებთ, უკვე ინდივიდუალურია. ზოგი წერს და ამითი იცლება, ზოგიც ხატავს რასაც გრძნობს, ზოგი გარბის სადღაც, ოღონდ სად თვითონაც არ იცის… არჩევანი მრავალფეროვანია.




ჩვენში ისაა პრობლემა, რომ სულში ხეტიალს სწორედ მაშინ ვიწყებთ, როდესაც სულიერად გვიჭირს და განმარტოვება გვჭირდება.. არადა ყოველ ჩვენს ნაბიჯს რომ ვიაზრებდეთ და სულიერ მდგომარეობასთან ვაკავშირებდეთ, ყველაფერი უფრო კარგად იქნებოდა. ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდით და ნაკლებად ჩავიძირებოდით ჩვენს თავებში.. ადამიანი ყოველ წუთს უნდა ეძიებდეს თავის სულში რაღაც საინტერესოს და იაზრებდეს ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც დგამს, სანამ გადადგამს.


Marita

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (34)
ადამიანი ყოველ წუთს უნდა ეძიებდეს თავის სულში რაღაც საინტერესოს და იაზრებდეს ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც დგამს, სანამ გადადგამს.
#2, 11.11.2013 - 21:05
mixetialia ase:)
#1, 11.11.2013 - 20:42
:)
12.11.2013 - 00:57
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.