Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
goga123456 blog

სიტყვებ ” მე არასოდეს შევიყვარებ ”-ზე „წამოგებული“ გოგონები და ბიჭების გულის გათბობის ჯინიანი სურვილი

ჩემში ღრმად, მე შენთან ერთად ვარ. მე არ გიყურებ შენ თვალებში, არ ვიცი რას აკეთებ, არ ვიცი შენი თითოეული წერტილი, არ ვიცი რა საჭმელი გიყვარს, არ ვიცი რა ფერს ანიჭებ უპირატესობას, არ ვიცი შენი მძიმე სუნთქვა, როცა აღელვებული ხარ, არ ვიცი შენი სურნელი, არ ვიცი გემოვნება, მე ვიცი მხოლოდ შენი სიტყვები ” მე არასოდეს შევიყვარებ ” გავიგე თუ არა, იმ წამსვე გაჩნდა გულში ჯინიანი სურვილი შენთან ერთად ყოფნის, ვინ იცის იქნებ ეს უბრალოდ გიჟური დაჩემებააა, ან ფანტაზიანარევი სურვილი, მაგრამ როცა შენ არ ხარ ჩემი, როცა მე შენზე არაფერი არ ვიცი, როცა შორიდანაც ვერ გიყურებ, არ მესმის შენი ასავალ-დასავალი მაშინ უფრო ძლიერდება შენთან ერთად ყოფნის სურვილი !

არადა დარწმუნებული ვარ რო მოხვიდე თაიგულებით ხელში და ერთად ყოფნა მთხოვო, უარს გეტყვი, ნელ-ნელა შემზიზღდები და დაგივიწყებ ! ეს ასეა საერთოდ და გეტყვით, რომ “სიყვარული” როგორც ასე გრძნობა არ არსებობს, არ შეიძლება ადამიანი ერთი დანახვით შეგიყვარდეს ან საერთოდ “შეყვარება” არ შეიძლება. ეს არის გრძნობათა კომბინაცია ნარევი, ასე რომ ვთქვათ ერთგულებისა, ნდობისა, ბედნიერებისა, სიცოცხლის სურვილისა და სიამოვნებისა რა თქმა უნდა, მე შენ არ გეტყვი შენ მე მსიამოვნებ, მაბედნიერებ, ერთგული ვარ, მე უბრალოდ გეუბნები, რომ მიყვარხარ ვამარტივებ ამ ყველაფერს და შენც ყველაფერს ხვდები ! დავუშვათ ეს ყველა გრძნობა გაგიჩნდა 1 ადამიანის მიმართ, არ შეიძლება არ იქნება სწორი თუ შენ მას ამის შესახებ ყოველ დღე ეტყვი სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს ! და როგორც პირველად, ისე უნდა მეტყველებდეს სხვა დანრჩენ დროსაც, პირველად შენ გული გიფანცქალებს პატარა ბავშვივით თითქოს საქანელაზე ხარ და დაშვებისას უცნაური გრძობა გეუფლება მუცელში და გულში, თვალები გიბნელდება და რაც მტავარია ეს ყველაფერი გსიამოვნებს, აი ასე გრძნობ როცა დიდი ხნის შემდეგ ხედავ შენს საყვარელ ადამიანს, ან როცა ის პირველად გეუბნება, რომ უყვარხარ, ამიტომ ჩემი აზრით ყოველი თქმის შემდეგ ასე უნდა გემართებოდეთ, არ უნდა, ნუ გავაფუჭებთ ამ მშვენიერ სიტყვას ფუჭად ნუ ვისვრით, ყველას ნუ ვეტყვით, ქარს ნუ გავატანთ და რაც მთავარია დავიწყებას ნუ მივცემთ, თუ ერთხელ ეტყვი საყვარელ ადამიანს, რომ შენ ის გიყვარს არ აქვს მნიშვნელობა შეყვარებული იქნება ეს, მეგობარი, ცოლი, საცოლე, ქმარი, საქმრო, ძმაკაცი, დაქალი, ნათესავი და ა.შ ერთხელ უნდა უთხრა ისე, რომ დაამახსოვრდეს და შემდეგ ეჭვი არ შეეპაროს შენს სიყვარულში….. დავამატებ, რომ თუ დღესდღეობით წყვილი არის ერთად “ბედნიერი” ეს იმის გამო, რომ ერთ-ერთი იმდენ ყურადღებას არ აქცევს, რამდენსაც მეორე, რეალურად ორივეს უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ერთი შედარებით ნაკლებად აქტიურობს და უფრო პასიურობს ან გოგო, ან ბიჭი არ შეიძლება ორივე ევლებოდეს ერთმანეთს თავს, ასეთი არ არსებობს ! ასეთი ურთიერთობა მოვეზრებას იწვევს, ხანდახან უნდა მოვენატროთ ერთმანეთს, რომ უფრო და უფრო დავაფასოთ ურთიერთი… არ აქვს მნიშვნელობა პირველი ვინ მიწერს და ვინ დაურეკავს, მთავარია კეთილი განზრახვით იყოს და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წესი ურთიერთობაში, იყავი თავშეკავებული, ნუ მოაბეზრებ თავს ადამიანს, რაც უფრო ნაკლებს ილაპრაკებ, მით უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევ. ოდითგანვე ასე იყო არის და იქნება, ამას ვერაფერი შეცვლის ადამიანს, რომ მილიონი ეგებოდეს ფეხთქვეშ, მაინც იმისკენ გაიხედავს ვინც ფეხზე დგას და იქით იყურება, ეს არის ჟინი, რომელიც გინდა თუ არა, უკლებლივ ყველა ადამიანში ზის მიუწვდომელი კი ყოველთვის ფასდება… არ თქვათ, რომ სიძულვილის გარეშე ეს ქვეყანა უფრო კარგი იქნებოდა, რადგან სიძულვილიც სიყვარულს ემსახურება, მე ვერ გავიგებდი რა არის სიყვარული, რომ არა სიძულვილი მადლობა მას ! ისინი შესაძლებლობას მაძლევენ განვარჩიო ვინ მიყვარს და ვინ არა ……………………….. და ბოლოს, ადამიანს, უყვარდება ტ ვ ი ნ ი თ


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline goga123456 (41)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.