Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nataliakusa blog

miyvars da ra vqna?!

მიყვარს გულთან მანძილის უფრორე შემოკლება,
ნაწვიმარი ქუჩების ნაბიჯით შემოლევა,
ეშხიანი თვალების ეშმაკუნა ზმანება,
პაემანზე წუთებით ცოტა შეგვიანება...
მიყვარს, როცა ქარი შლის ჩემი თმების ნაწილებს,
როცა ვიღაც ცდილობს და რაღაცის თქმას აპირებს,
დაღალული თვალები სევდით როცა მნატრობენ
თან ერთი გამოხედვით თვრებიან და მათრობენ...
მხიბლავს შავი წარბების ეშხით შეთამაშება,
როს ქუჩაში,
წვიმაში,
სიო მეთამაშება...
როცა წვეთი აღვივებს სახეს ტანჯვით ნაწამებს,
როცა თვალი მორცხვობს და ეფარება წამწამებს...
მიყვარს მოკლე კაბაზე ქუსლიანი ტუფლები,
ცივ, ყინვიან ღამეში გათოშილი ტუჩები,
და გაყინულ თითებზე ცხელი ხელით შეხება,
სილამაზით დათრობა...
კომპლიმენტით შექება..
მიყვარს გულთან მანძილის გაქრობა და ერთობა,
როცა წამი ნანატრი კვლავაც კამათს ეთმობა,
მერე ისევ მოწყენა:
"მაპატიე ეს ერთი"!
სულელი ვარ,
მერე რა!
დავიბადე ესეთი...
მენატრება ხანდახან ყველა მსგავსი შეგრძნება,
ზოგჯერ მიყვარს რითმა და ისიც ვინმეს ეძღვნება,
მიყვარს შავი წარბების ჩუმი შეთამაშება,
როცა ჯერაც უთქმელი გულში გეთამაშება...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nataliakusa (27)
საქართველო, იმერეთი, ხარაგაული



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.