created: Wednesday, 13. November 2013 Time 16:08.
changed: Thursday, 14. November 2013 Time 17:16.
როგორ ფიქრობ,რატომ არ გეკითხები არასდროს არაფერს? რატომ არ გეკითხები სად ხარ,ვისთან და რატომ? იმითომ, რომ ასე უფრო მალე გამიხსნი შენი გულის კარებს, შემომიშვებ შენს სამყაროში და მე ერთ საათში იმაზე მეტს გავიგებ, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო… არასოდეს გიგებ მახეებს, არც შენი საქორწინო ბეჭედი მჭირდება…რადგან ვიცი, რომ მე ნებისმიერ სტატუსზე მაღლა ვდგავარ…რადგან ვიცი, რომ ქორწინება სულაც არ არის ბედნიერების გარანტი… მე და შენ თანაბარი ძალები გვაქვს და ამიტომ თამაშის პირობებიც ორივესთვის ერთნაირია…შენ თუ ლომი ხარ, მაშინ მეც დედალი ლომის ინსტინქტებით ვცხოვრობ… ლომების ერთ ხროვაში ვცხოვრობთ… ლომის ლეკვნი — ძუ თუ ხვადი — თანასწორნი არიან, ორივე ლომია ... მე არ მაინტერესებს შენი სამსახური, ფული, ქონება, მანქანა, ქარხნები თუ ჰოლდინგები…ეს არაფრით არ გაყენებს შენ ჩემზე მაღლა და ამიტომ თამაშის წესებს ვერ მიკარნახებ…ჩემთვის უბრალოდ მამაკაცი ხარ,რომელიც მიყვარს, სხვა არაფერი არსებობს ჩემთვის და შენ ეს კარგად იცი…ამიტომაც გიყვარვარ, რომ ჩემთან თავს იმ უბრალო მამაკაცად გრძნობ, რომელიც უყვართ… მე ვამაყობ საკუთარი თავით და ამიტომ შენ ამაყობ ჩემით… მე მიმაჩნია,რომ მხოლოდ საუკეთესოს ვიმსახურებ და ამიტომ შენ ყველაფერი გემეტება ჩემთვის… იცი ლომის გვერდით თავს ლომად გრძნობ…და ეს შენ დაიწყე პირველმა.. მერე უკვე რაღაც გემართება…მერე უკვე გელანდები, გეფიქრები, გესიზმრები…და აღარ შეგიძლია უჩემოდ…ძალიან საჭირო გავხდი შენთვის…ვეღარსად გაგიშვებ …და ვეღარც წახვალ… :))
Tags:
|
positive votes: 1 | negative votes: 0
|
average rating: 1 | viewings: 7
|
Write comment: