Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ceee blog

წამოდი

წამოდი...
წამო და შევაყაროთ თვალებში ნაცარი ამ დედააფეთქებულ ცხოვრებას...
წამოდი, სანამ მიყვარხარ თორემ შენც იცი ჩემი მარტივით ცვალებადი ხასიათის ამბავი...
წამოდი, სანამ გავმარტივდებით და სანამ მოსაწყენი ყოველდღიურობა სასოწარკვეთილ დიასახლისად გადამაქცევს...
წამოდი, სადმე თბილ პლანეტაზე გავფრინდეთ და უკან აღარასდროს დავბრუნდეთ რადგან ცივა აქ...მიწადედაზე.
წამოდი, თორემ ვგრძნობ, უკვე მაღიზიანებენ ადამიანები შენს გარშემო...
ეგოიზმი მღუპავს წამოდი!
წამოდი, სანამ ჯერ კიდევ შეგვრჩა გრძნობები და სანამ იისფერი აურა კიდევ გვაქვს....
თუმცა...
შენ, უჩემოდაც მოახერხებ ცხოვრებაზე გამარჯვებას...
დაისვენებ ჩემი ხუშტურებისგან...
უღიმღამოდ გამარტივდები, მერე კარგ მეოჯახე ცოლს მოიყვან რომელიც, ორსულობის შემდეგ საშინლად გასუქდება და სახლში მისულს გემრიელ კერძებს დაგახვედრებს ხოლმე...
შენ არც აქ გცივა... ჩემგან განსხვავებით...
ადამიანები შენს გარშემო...
შენ, ვერ იტან ეგოისტებს რადგან თავად, ყველაზე დიდი ეგოისტი ხარ...
შენ, არც არასოდეს გქონია იისფერი აურა, ჩემი გადმოგედო ალბათ...
მაკოცე ერთხელაც და მე წავედი...
მცივა აქ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

ceee (26)
#2, 14.11.2013 - 10:16
cici777 (48)
მაკოცე ერთხელაც და მე წავედი...
#1, 13.11.2013 - 23:29
 

User
offline
offline ceee (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2018 Face.ge - all rights reserved.