Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tika2288 blog

ღალატის სუნი

შენს კაბას ასდის ღალატის სუნი,
სად გაეპარე სინდისს ამ ღამით?
ვნება დაგადნა ხორბლისფერ კანზე,
ველური გრძნობით თვალებს ნაბავდი.

გამოგყოლია სიგიჟის ცეცხლი,
აწეწილ თმაში თივას ეძინა,
არ დაგენანა ცოლქმრული ჯვარი,
უტეხი მზერა სახეს გეფინა.

ძარღვებს მომსკდარი სურვილი ვნების,
ტეხავდა სახსრებს,გულს მზეს აწვდიდა,
კაბამ მოირგო ღალატის სუნი,
მაგრამ წუხილი უკვე არ ღირდა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.