Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

ნუ შეგშურდება იმისი,ვისაც შენზე მეტი აქვს.შეგშურდეს მისი,ვინც შენზე მეტად კეთილია

ჭეშმარიტი სიკეთე ბავშვის ცრემლივით წმინდა და უანგაროა.

ადამიანის ყველა დადებითი თვისება ერთ საზომში შეიძლება მოვაქციოთ და მას სინდისი ჰქვია.

გაითვალისწინე,რომ ძლიერი პიროვნება ის არის,ვინც მართალია და თავის გამტყუნება შეუძლია და არა ის,ვინც მტყუანია და თავს იმართლებს.

ისიც იცოდე,რომ ვინც შეურაცხყოფას შიშის გამო იტანს,ის სუსტი და ლაჩარია.ვისაც დამცირების ატანა სიყვარულის გამო შეუძლია,ისაა ძლიერი და ვაჟკაცი.

7ef78a1b33cb.jpg

ნუ გრცხვენია ტირილის.განსაკუთრებით მაშინ,როცა მარტო ხარ.მარტოობაში დაღვრილი ცრემლი ყველაზე გულწრფელი და სუფთაა.

ნუ მიუტან ენას ნურავის.იცოდე,ენის მიმტანი მქმნელზე უარესია.

თუ გინდა ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდე,ისე უნდა ლოცულობდე,თითქოს ეს შენი უკანასკნელი ლოცვა ყოფილიყოს და ისე უნდა ინანიებდე,როგორც განკითხვის ჟამს მოინანიებდი.

არ გეგონოს,რომ ქრისტიანის ატრიბუტებია ხატი,ჯვარი და სანთელი.გახსოვდეს,რომ უმთავრესია ლოცვა,მონანიება და რწმენა.

ეცადე რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკო.იცოდე,

გრძელი ენა მოკლე ჭკუის მანიშნებელია და პირიქით.


გაითვალისწინე,რომ ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვით ღარიბდება და სხვაზე ზრუნვით მდიდრდება.ვინც სხეულზე ზრუნავს,სხეულთან დარჩება და ვინც სულზე ზრუნავს,სულს გაჰყვება.

ნუ მისცემ რჩევას მას,ვისაც შენზე ჭკვიანი ჰგონია თავი.ის დამცირებულად იგრძნობს თავს და უფრო შეგიძულებს,ვიდრე შენს სიკეთეს დააფასებს.


სინდისი თვალი არ არის,როცა გინდა დახუჭო და როცა გინდა გაახილო.ის გულივით თან უნდა ატარო-სიზმარშიც და ცხადშიც.

იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო რომ მოკვდე,არამედ იმისთვის უნდა კვდებოდე,რომ იცოცხლო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

tedoqeti (34)
იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო რომ მოკვდე,არამედ იმისთვის უნდა კვდებოდე,რომ იცოცხლო.
#6, 04.02.2014 - 16:02
tedoqeti (34)
გაითვალისწინე,რომ ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვით ღარიბდება და სხვაზე ზრუნვით მდიდრდება.ვინც სხეულზე ზრუნავს,სხეულთან დარჩება და ვინც სულზე ზრუნავს,სულს გაჰყვება.
#5, 04.02.2014 - 16:01
13lika13 (36)
სინდისი თვალი არ არის,როცა გინდა დახუჭო და როცა გინდა გაახილო.ის გულივით თან უნდა ატარო-სიზმარშიც და ცხადშიც.
#4, 20.11.2013 - 21:29
ვინც შეურაცხყოფას შიშის გამო იტანს,ის სუსტი და ლაჩარია.ვისაც დამცირების ატანა სიყვარულის გამო შეუძლია,ისაა ძლიერი და ვაჟკაცი.
21.11.2013 - 09:34
xameleon (39)
იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო რომ მოკვდე,არამედ იმისთვის უნდა კვდებოდე,რომ იცოცხლო.....
#3, 19.11.2013 - 14:36
ძლიერი პიროვნება ის არის,ვინც მართალია და თავის გამტყუნება შეუძლია და არა ის,ვინც მტყუანია და თავს იმართლებს.
19.11.2013 - 14:38
qet-ia (24)
masea vetanxmebi titqmis yvelas..
#2, 15.11.2013 - 01:05
marushk (34)
გაითვალისწინე,რომ ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვით ღარიბდება და სხვაზე ზრუნვით მდიდრდება.ვინც სხეულზე ზრუნავს,სხეულთან დარჩება და ვინც სულზე ზრუნავს,სულს გაჰყვება.
#1, 14.11.2013 - 09:26
ვინც შეურაცხყოფას შიშის გამო იტანს,ის სუსტი და ლაჩარია.ვისაც დამცირების ატანა სიყვარულის გამო შეუძლია,ისაა ძლიერი და ვაჟკაცი.
14.11.2013 - 09:56
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.