Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadu222 blog

ალბათ მართლა დგება ცივი სამყაროს და ყოფის აღსასრული.......




სევდა, კიდევ უფრო გახდა სევდიანი,
როგორ დავიღალე...
სადაც სიყვარულით სავსემ შევაბიჯე
მხვდება გაოცება,
ღამე გატეხილი ფეხთან მიყრია და
გათენდება მალე,
ვიცი ახალ დილას, ისევ შეეძლება
ჩემი გაოცება.
მზერა ნატვრიანი ნისლში დამებურა
სიტყვაც დაუძლურდა,
კედლებს მივაწერე კითხვის ნიშნები და
მრავალწერტილები,
ყველა ემოციამ უკან დამიბრუნა
ჟანგიანი ხურდა,
ყრია სიხარული, სადღაც აქა–იქა
წელ–გაწყვეტილები.
სველმა სტრიქონებმა ბრძოლა გამიმართეს,
მზესაც აღარ ველი,
გული მეუბნება სადღაც აქვეაო
ფიქრის დასასრული,
მგონი მოვიტყუე, რადგან არ მაოცებს
უკვე არაფერი,
ალბათ მართლა დგება ცივი სამყაროს და
ყოფის აღსასრული.



Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.