Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

შენ რომ არ მყავდე

შენ რომ არ მყავდე,
მე რომ არ გყავდე,
ჩვენი სიცოცხლე რა იქნებოდა?
ჩუმი ოცნება შორით მოსული
ფრთებშეუსხმელი გაფითრდებოდა...
შენ რომ არ მყავდე, ოცნების ბაღი
ფეხშეუდგმელი ჩამიჭკნებოდა,
და ყველა ნატვრა გულით ნაწადი
აუსრულებლად გაფითრდებოდა.
შენ რომ არ მყავდე, უმწეო სული
შეშინდებოდა და გაქრებოდა,
ნაზი ხელები, ამბორს ჩვეული
შორს, ცის ლანდებში მოგეხვეოდა...
მე რომ არ გყავდე?! შენი ცხოვრება
ხუნი ფერებით გაიელვებდა,
და შენი გული, გაუკვალავი
ძლიერი გრძნობით ვერ იფეთქებდა.
მე რომ არ გყავდე, შენს მწველ სურვილებს
ვის გაანდობდი, ვინ მოგისმენდა?
უმთვარო ცის ქვეშ, ღამის წყვდიადში
სევდიანს სული ამოგხდებოდა...
შენ რომ არ მყავდე, მე რომ არ გყავდე
ხედავ, სიცოცხლე რა იქნებოდა???


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.