Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

გული არასდროს არის ხნიერი, ბავშვად მოდის და ბოლომდე ბავშვობს.

ქალის ასაკი ცხოვრება მიდის წლები გამოხდა, უწყვეტად ბორგავს ბედის ბორბალი, დავბერდი ცოტა, მაგრამ რა მოხდა, წლებს არ ვნებდები, გინდა მომკალი. თავხედი სარკე მიმატებს ხაზებს, ურცხვად მატყუებს, არც კი სცხვენია, ნაოჭს მითვლის და ისე მაბრაზებს, სურს დამაჯეროს თითქოს ჩემია. ცოტა დავქალდი, თუმც წლების მერე, მაინც ხომ მჯერა ზღაპარ–არაკის, დავდივარ ისევ და ყელს ვიღერებ, "ცოტათი" გავსცდი "ასაკს ბალზაკის". ღამით თუ ოდნავ გამიკრთა ძილი, რა მოხდა, ვის არ აწუხებს სევდა, თუ მოსაცველელი არ შემრჩა კბილი და უსათვალოდ გაძნელდა ხედვა. ხანდახან ძაფზეც ამიცდა ნემსი, განა დრო მუდამ გაგაღიმილებს, გამოებერა საფეთქლებს მყესი, ხელებშიც ვიღარ ვიჭერ გვირილებს. სულ ტყუილია სახის იერი, გრძნობების წყაროს წლები ვერ აშრობს, გული არასდროს არის ხნიერი, ბავშვად მოდის და ბოლომდე ბავშვობს. ცხოვრება მიდის, წლებიც გამოხდა, რად მითვლი ნაოჭს, ხომ არ გაგიჟდი, ცოტა დავბერდი, მერე რა მოხდა, არ იქნა მაინც ვეღარ დავდინჯდი. დღეს მოკრძალებით მეძახი _"მადამ" ჩემში ის გოგო არ გეგულება, ქალის ასკიც იცოდე ადამ, მოგონილია როგორც ცდუნება. /ნანა მეფარიშვილი1450948_556386981117521_1376487505_n.jpg

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

ცხოვრება მიდის, წლებიც გამოხდა, რად მითვლი ნაოჭს, ხომ არ გაგიჟდი, ცოტა დავბერდი, მერე რა მოხდა:)
#1, 01.12.2013 - 13:12
, დავბერდი ცოტა, მაგრამ რა მოხდა,
01.12.2013 - 13:13
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.