Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babulina blog

ფიფქია

იყო და არა იყო რა..იყო ერთი ფიფქია.დარწმუნებული იყო,მასავით ლამაზი არავინ იყო.ხშირად იხედებოდა სარკეში და ეჩვენებოდა,რომ გადმობრუნებულ ტუჩებზე საკმარისი პომადა არ ესვა.ან გაშანტრულ ლოყებს კვასკვასა რუმიანა აკლდა. ოი,საბრალო,კეთილი დედინაცვალი რა დღეში ჰყავდა?! უბედურ დედინაცვალს წარსულის მოგონება ტანჯავდა.ეგონა, მეორე ქმარი უკეთესი იქნებოდა....მერე რა ,რომ შვილი ჰყავდა...
ჰოდა,აიხირა ფიფქიამ---გინდა ,თუ-- არა, წადი ტყეში და ნამდვილი ნაძვის ხე მომიტანეო.
წავიდა საბრალო დედინაცვალი.ვერ გაბედა ხის მოჭრა,ან სად უნდა მოეჭრა?!სადღაა მოსაჭრელი ხე...კიდევ კარგი,მოხუცი,კეთილი,კუდიანი ჯადოქარი შეხვდა.იმ კუდიანმა კეთილი რჩევა მისცა--ცოლად გამომყევი და ბოროტ ფიფქიას გადარჩებიო.რა ექნა საცოდავს,ა?დაუჯერა და დარჩა.
გაავებული ფიფქია დარეგისტრირდა face--ზე და დაიწყო დედინაცვლის ძებნა.ამ საიტზე იმდენი კარგი ადამიანი გაიცნო,სულ დაავიწყდა ბოროტება,თუმცა ცხვირ-პირის გადათხაპნაზე უარი ვერ თქვა.აბაააა!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

gumbare (28)
Xaxa
#1, 08.08.2018 - 13:13
 

User
offline babulina
საქართველო, აჭარა, ქედა



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.