Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

ჩავიცმევ ჩემს ფშაურ პაჭიჭებს,

ჩავიცმევ ჩემს ფშაურ პაჭიჭებს,
ჩავიცმევ ჩემს ფშაურ ჯუბას,
შევკრებავ ჩემს დობილ-ძმობილებს,
გადავზელ სახინკლე გუნდას.
შენს მოსვლას აქ დაველოდები,
ოცნებით დავრახტავ ლურჯას,
მზის სხივებს დაგიფენ გზადაგზა,
სიყვარულს გაგიმხელ ურცხვად.
შენთვის დავიღვრები ლექსებად,
რითმებს შემოგახვევ ყელზე,
სიმღერით გიამბობ ტკბილ ზღაპარს,
ჩვენი სიყვარულის ბედზე.
დარდებს გადავიყრი გულიდან,
გავხსნი სიყვარულის გუდას,
მერე ვინც რა უნდა ისე თქვას,
ისა თქვას ვისაც რა უნდა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.